ფეხბურთი

17:56 | 13.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

კოსტას “ბარსელონასთან” თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

მადრიდის “ატლეტიკოს” ლიდერის, დიეგო კოსტას “ბარსელონას” წინააღმდეგ თამაში კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

გაესპანელებულმა ბრაზილიელმა თავდასმსხმელმა ლა ლიგის წინა თამაში გამოტოვა, რომელშიც მისი გუნდი “მალაგას” დაუზავდა. “ბარსელონასთან” თამაშის წინ, კოსტას მკურნალობა კარგად მიდის, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ის კატალონიელთა წინააღმდეგ ითამაშებს.

“კოსტას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიდის. ვნახოთ, რა სიტუაცია იქნება “ბარსელონასთან” თამაშის წინ.” – აცხადებს “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონა” და “ატლეტიკო” ერთმანეთს პრიმერას ბოლო ტურში შეხვდებიან. “ატლეტიკო” ერთი ქულის აღების შემთხვევაშიც ჩემპიონი ხდება, ხოლო თუ მადრიდელებმა წააგეს, ისინი ტიტულს “ბარსას” დაუთმობენ.

0.114168