ფეხბურთი

23:34 | 3.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

კოსტამ არჩევანი ესპანეთის სასარგებლოდ გააკეთა

მადრიდის “ატლეტიკოს” ფორვარდმა დიეგო კოსტამ ეპანეთის ნაკრებში თამაშის გადაწყვეტილება მიიღო. 24 წლის ბრაზილიელს, რომელსაც ესპანური პასპორტი გააჩნია, ოფიციალურ შეხვედრებში ბრაზილიის არცერთ ასაკობრივ ნაკრებში არ უასპარეზია, ამდენად, ფიფა-მ ფეხბურთელს არჩევანში სრული თავისუფლება უბოძა.

მცირე ხნის წინ, ესპანეთის ეროვნული გუნდის თავკაცმა ვისენტე დელ ბოსკემ აღნიშნა, რომ კოსტას თამაშს თვალს ყურადღებით ადევნებს. შესაძლოა, “ატლეტიკოს” თავდამსხმელზე გავლენა ამ განცხადებამაც იქონია.

ცნობისთვის, 2013 წლის გაზაფხულზე დიეგო კოსტამ ბრაზილიელთა მაისური ორ ამხანაგურ მატჩში მოირგო – რუსეთის (1:1) და იტალიის (2:2) წინააღმდეგ.

ისიც ვთქვათ, რომ პრიმერა დივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში კოსტას 6 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი.

0.116048