მადრიდის “ატლეტიკოსა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი დიეგო კოსტა მიანიშნებს, რომ ის კარიერას ლონდონის “ჩელსიში” განაგრძობს.
სალვადორთან გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ, ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელს ჰკითხეს, გადადის თუ არა ის “ჩელსიში”, რაზეც კოსტამ უპასუხა: “ალბათ კი”.
გავრცელებული ინფორმაციით, დიეგო კოსტა “ჩელსისთან” კონტრაქტს ხელს მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე, ანუ 12 ივნისამდე მოაწერს.
დიეგო კოსტა “ატლეტიკოში” 2010 წლიდან თამაშობს. მადრიდელთა მაისურით ჩატარებულ 135 თამაშში მან 64 გოლი გაიტანა. აქედან 52 თამაში და 36 გოლი გასულ სეზონზე მოდის.