ფეხბურთი

23:06 | 5.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

კოსოვოელ-ბელგიელი – პრემიერლიგის დღის გმირი

დანიელ სტარიჯ-ლუის სუარესის დუეტი, მეტოქის დაცვის აწიოკებას აგრძელებს. "ლივერპულმა" 3:1 სძლია "კრისტალ პალასს" და მთავარი მოქმედი პირები, ისევ ისინი იყვნენ. სუარესმა წაქცეულმა მოახერხა დარტყმა და ანგარიშის გახსნა, შემდეგ სტარიჯმა საჯარიმოში 2 კაცი მოატყუა და მახვილი კუთხიდან შეაგდო, ხოლო პირველი ტაიმის ბოლოს, ურუგვაელის მოხდენილი პასის შემდეგ სტარიჯი წააქციეს. პენალტი. ცოტა არ იყოს, საეჭვო პენალტი იყო - სტივ ჯერარდმა ზუსტად დაარტყა და 3:0 გახდა. მეორე ნახევარში ბევრი "კრისტალ პალასის" განადგურებას ელოდა, თუმცა პირიქით, მათ ტაიმი მოიგეს: ბოლოს გაილმა თავით გაიტანა.

ასევე 3:1 იმარჯვა "სიტიმ", თუმცა თავიდან აგებდა: რომელუ ლუკაკუმ ბავშვივით მოატყუა ლესკოტი და ჰარტს ზუსტად დაურტყა, თუმცა ერთ წუთში იაია ტურეს სუპერ-პასი და ალვარო ნეგრედოს გოლი ვიხილეთ. ტაიმის ბოლოს, სერხიო აგუერომ დავიდ სილვას პასით გაიტანა, ხოლო მეორე ნახევარში არგენტინელმა მეორედ დაამწუხრა ტიმ ჰოვარდი: პენალტი დაარტყა, ჰოვარდმა რეაგირება მოასწრო, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა, ისევ ჰოვარდს და ასე შევარდა კარში.

"ნიუკასლს" კარდიფში ლოიკ რემის დუბლმა მოაგებინა, ხოლო დღის გმირი გახდა 18 წლის ბიჭი – "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევი ადნან იანუზაი. ვინ არის? "სანდერლენდის" ფეხბურთელებმა ეს ყველაზე კარგად იციან. დევიდ მოიესის გუნდი სანდერლენდში მე-5 წუთზე აღმოჩნდა მდევრის როლში: კრეიგ გარდნერმა დაამწუხრათ. თუმცა, იანუზაიმ მეორე ნახევარში, 5-წუთიან მონაკვეთში ორი გოლი გაიტანა და მანკუნიანელებს მოაგებინა.

იანუზაი წარმოშობით კოსოვოელია, მაგრამ ბელგიაში დაიბადა და ორი წლის წინ სერ ალექს ფერგიუსონმა შეამჩნია. მაშინ მანჩესტერელებმა 700000 ევრო გადაუხადეს "ანდერლეხტს", იანუზაი ახალგაზრდულ გუნდში გაამწესეს, ხოლო მიმდინარე პრემიერლიგაში დიდი ნდობა გამოუცხადეს. ასე გახდა კოსოვოელ-ბელგიელი, დღის გმირი ინგლისში.       

 

მანჩესტერ სიტი – ევერტონი 3:1 (2:1)

მანჩესტერი, "ეტიჰად სტედიუმი"

სიტი: ჰარტი, საბალეტა, კომპანი (ნასტასიჩი 33), ლესკოტი, კოლაროვი (კლიში 58), იაია ტურე, ფერნანდინიო, სილვა, მილნერი, აგუერო (ნასრი 79), ნეგრედო.

მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი.

ევერტონი: ჰოვარდი, კოულმენი, იაგიელკა, დისტინი, ბეინსი, ოსმანი (გიბსონი 63), მაკარტი, ნეისმითი, ბარკლი, მირალაში (დელოფეუ 63), ლუკაკუ (არუნა კონე 83).

მწვრთნელი: რობერტო მარტინესი.

გოლები: 0:1 ლუკაკუ (16), 1:1 ნეგრედო (17), 2:1, 3:1 აგუერო (45, 69 პენ).  

გაფრთხილება: კომპანი (23), მილნერი (44), დისტინი (69), ჰოვარდი (69), საბალეტა (77), კოულმენი (80), ნეისმითი (87), ფერნანდინიო (88).

ბურთის ფლობა: 54%_46% კარში დარტყმა: 12 (6) _ 6 (4) კუთხური: 8-1; თამაშგარე: 3-4;  სეივი: 3-3; ჯარიმა: 15-10.

 

კარდიფი – ნიუკასლი 1:2 (0:2)

კარდიფი, "კარდიფ სიტი სტედიუმი"

კარდიფი: მარშალი, ტეილორი, ტარნერი, ქოლკერი, კატერინი, უიტინგემი, მედელი, კიმი (მუჩი 46), კემპბელი (ბელამი 66), გუნარსონი, ოდემვინჟი (მეინარდი 81).

მწვრთნელი: მალკი მაკეი.

ნიუკასლი: კრული, დებიუში, ვილიამსონი, კოლოჩინი, სანტონი, კაბაი (ბენ არფა 85), ტიოტე, გუფრანი, მუსა სისოკო, სისე, რემი (ხონასი 71).

მწვრთნელი: ალან პარდიუ.

გოლი: 0:1, 0:2 რემი (30, 39), 1:2 ოდემვინჟი (59). 

გაფრთხილება: გუნარსონი (90)

ბურთის ფლობა: 57%_43% კარში დარტყმა: 8 (2) _ 20 (10) კუთხური: 3-3 თამაშგარე: 1-1 სეივი: 8 _ 1 ჯარიმა: 11 _ 8

 

ლივერპული – კრისტალ პალასი 3:1 (3:0)

ლივერპული, "ენფილდი",

ლივერპული: მინიოლე, კოლო ტურე, შკრტელი, სახო (აგერი 67), ხოსე ენრიკე, ჯერარდი, მოზესი (ლუის ალბერტო 66), ჰენდერსონი, სტერლინგი, სუარესი, სტარიჯი (ასპასი 87)

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი.  

კრ.პალასი: სპერონი, მარიაპა, დელენი, მოქსი, უორდი, იედინაკი, კებე (გაილი 46), პუნჩეონი, ოკიფი, ჟერომი (კამპანა 46), შამახი (ბოლასი 68).

მწვრთნელი: იან ჰოლოვეი. 

გოლები: 1:0 სუარესი (13), 2:0 სტარიჯი (17), 3:0 ჯერარდი (38 პენ), 3:1 გაილი (77).

გაფრთხილება: ოკიფი (10), სტერლინგი (76), ასპასი (90+3). 

ბურთის ფლობა: 62%_38% კარში დარტყმა: 13 (7) _ 11 (2) კუთხური: 11 _ 3 თამაშგარე: 5 _ 1 სეივი: 1 _ 4 ჯარიმა: 11 _ 6

 

ფულემი – სტოკი 1:0 (0:0)

ლონდონი, "გრეივენ კოტეჯი"

ფულემი: სტოკდეილი, რიტერი, სენდეროსი, ჰანგელანდი (რიჩარდსონი 46), ამორებიეტა, კარაგუნისი (დერეკ ბოატენგი 60), სიდუელი, დაფი, კასამი, რუისი, ბერბატოვი (ბენტი 66).

მწვრთნელი: მარტინ იოლი.

სტოკი: ბეგოვიჩი, კამერონი, შოუკროსი, ჰუტი, პიტერსი, ვილსონი (ველანი 60), ნზონზი, ეთერინგტონი (ასაიდი 64), ვალტერსი (კრაუჩი 84), აირლენდი, არნაუტოვიჩი.

მწვრთნელი: მარკ ჰიუზი.

გოლი: 1:0 ბენტი (83)

გაფრთხილება: ამორებიეტა (28), ველანი (60), რიჩარდსონი (74), ვალტერსი (74), სენდეროსი (90+1). 

ბურთის ფლობა: 44%_56% კარში დარტყმა: 9 (2) _ 16 (3) კუთხური: 7 _ 5 თამაშგარე: 6 _ 5 სეივი: 3 _ 1 ჯარიმა: 11 _ 13

 

ჰალი – ასტონ ვილა 0:0

ჰალი, "კინგსტონი"

ჰალი: მაკგრეგორი, როსენიორი, კ.დევისი, დიანე-ფაიე, ფიგეროა, ქუინი (ბოიდი 70), ლივერმორი, ჰადლსტოუნი, ელ-მოჰამადი (მეილერი 83), გრემი, ალუკო (საგბო 68).

მწვრთნელი: სტივ ბრიუსი.

ასტონ ვილა: გუზანი, ბაკუნა, კლარკი, ვლაარი, ლუნა, ელ აჰმადი, ვესტვუდი (ტონევი 74), დელფი, აგბონლაჰორი (ბოუერი 76), ვაიმანი, კოზაკი.

მწვრთნელი: პოლ ლამბერტი.

გაფრთხილება: როსენიორი (33), ვესტვუდი (34), დევისი (44).

ბურთის ფლობა: 46%_54% კარში დარტყმა: 6 (1) _ 18 (4) კუთხური: 7-7 თამაშგარე: 1 _ 2 სეივი: 4 _ 1 ჯარიმა: 7 _ 11

 

სანდერლენდი – მანჩესტერ იუნაიტედი

სანდერლენდი, "ლაითი",

სანდერლენდი: ვესტვუდი, ჩელუსტკა, რობერჟი, ოში, ქოლბეკი, კატერმოლი, სუნ-იონგი, გარდნერი (ს.ლარსონი 55), ჯაკერინი, ალტიდორი, ადამ ჯონსონი (დონგ-ვონი 65).

მწვრთნელი: კევინ ბოლი.

მანჩესტერი: დე ხეა, რაფაელი (სმოლინგი 85), ვიდიჩი, ჯონსი, ევრა, ქერიკი, კლევერლი, იანუზაი (ვალენსია 77), ნანი (უელბეკი 76), რუნი, ვან პერსი.

მწვრთნელი: დევიდ მოიესი.

გოლები: 1:0 გარდნერი (5), 1:1, 1:2 იანუზაი (56, 61).

გაფრთხილება: რუნი (42), იანუზაი (50), გარდნერი (53), ვიდიჩი (70), რაფაელი (78), ოში (81).

ბურთის ფლობა: 38%_62% კარში დარტყმა: 6 (2) _ 13 (6) კუთხური: 4-4 თამაშგარე: 1-3 სეივი: 4-1 ჯარიმა: 14-12

0.163687