ფეხბურთი

11:40 | 22.07.2014 | ნანახია 0 - ჯერ

კოშტამ “ვალენსია” დატოვა

“ვალენსიას” ცენტრალურმა მცველმა რიკარდუ კოშტამ კლუბის დატოვება გადაწყვიტა და უკვე კონტრაქტიც გაწყვიტა. Sky Sports-ის ინფორმაციით, პორტუგალიელი ფეხბურთელის სურვილს “ღამურების” ხელმძღვანელობის მხრიდან წინააღმდეგობა არ მოჰყოლია და მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ ოფიციალური დოკუმენტიც გააფორმეს.

ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კოშტა კარიერას. “ვალენსიაში” იგი 2010 წელს, ფრანგული “ლილიდან” გადავიდა და მას შემდეგ, ესპანური გუნდის მაისურით ჩატარებულ 124 თამაშში თავი 10 გოლით და 5 საგოლე პასით გამოიჩინა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

02:07 | 31.08.2014
ikaandy (456)

კიურეიმ თამასჰი არ იცის და ვერც ზაან აწვდის მაგის ნატამაში ჩოგბუთის აი ისნერი სხვაა

21:51 | 30.08.2014
michael_jordan (3195)

ამან ხო მაგარი ჭამა მარა ეს კიურეი თუ ჯოკოვიჩთან 1 პადაჩას ვერ აიღებდა არ მეგონა

17:57 | 30.08.2014
ikaandy (456)

ლილიპუტმა თავისი მიიღო და ახლა იმშვიდოს კიდე თავი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062485
სარეკლამო ადგილი - 99
X x X