ფეხბურთი

23:34 | 30.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

კოშტამ ლევანდოვსკი უნდა შეცვალოს

მადრიდის “ატლეტიკოს” ფორვარდი დიეგო კოშტა შესაძლოა, დორტმუნდის “ბორუსიას” წევრი გახდეს. როგორც გერმანული “ბილდი” იტყობინება, ტრანსფერი მომავალი წლის ზაფხულში იგეგმება და ესპანელმა ფეხბურთელმა პოლონელი რობერტ ლევანდოვსკი უნდა შეცვალოს, რომელიც სეზონის ბოლოს “ბორუსიას” დატოვებას აპირებს. ცნობისთვის, ესპანეთის პრიმერადივიზიონში კოშტას 17 მატჩი აქვს ჩატარებული და მის აქტივში უკვე 19 გოლია.

0.128685