"დენვერ ნაგეთსი" აგრძელებს საკუთარი გულშემატკივრების სასიამოვნოდ გაოცებას. ჯორჯ კარლის გუნდი ბრწყინვალე სპორტულ ფორმაში იმყოფება და ირგვლივ არავის იმჩნევს. "ნაგეთსმა" საკუთარ Pepsi Center-ში რეგულარული გათამაშების მორიგ მატჩში "ფილადელფიას" უმასპინძლა, კორი ბრუერის ზღაპრული თამაშისა და უდიდესი თავდადების ხარჯზე მატჩის მიწურულს "დენვერმა" მეტოქეს გამარჯვება ხელიდან გამოსტაცა და ზედიზედ მოგებულ შეხვედრათა სერია 14-მდე აიყვანა.
გადატვირთული გრაფიკის გამო ჯორჯ კარლმა საკუთარი გუნდის ერთ ერთ ლიდერ ტაი ლოუსონს დასვენების საშუალება მისცა, მის მაგივრად კი სასტარტო ხუთეულში გამთამაშებლის პოზიციაზე ვეტერანი ანდრე მილერი ჩაჯდა. "ფილადელფია" თავის მხრივ ცუდი განწყობით შეხვდა დღევანდელ გარჩევას, რადგან საბოლოოდ გაირკვა, რომ ენდრიუ ბაინამი ორივე მუხლზე ართროსკოპიულ ოპერაციას გაიკეთებს და მიმდინარე სეზონს სრულიად გამოტოვებს.
შეხვედრა დაბალ ტემპში დაიწყო, რაც "სიქსერსს" უფრო აწყობდა. სპენსერ ჰოუსმა და ჯრუ ჰოლიდეიმ შესანიშნავი დუეტი შექმნეს, რომელთა კარგი გარჯის შედეგად სტუმრებმა თავიდანვე წაიყვანეს ანგარიში და საწყისი მეოთხედი 22:17 მოიგეს.
მეორე პერიოდში მასპინძელთა შემადგენლობაში მეორე ხუთეულის წევრები გამოჩნდნენ, რომელთაც პირად დაპირისპირებაში აშკარად დაჩაგრეს "ფილადელფიის" სათადარიგოთა სკამიდან შემოსული კალათბურთელები. თვალშისაცემი განსხვავება პირველ რიგში სისწრაფეებში იყო. "დენვერი" ყველაფერს გაცილებით უფრო მსუბუქად და მარტივად აკეთებდა, "ფილადელფია" კი ყველა ქულის ასაღებად ბოლომდე იხარჯებოდა. ჯავალ მაკგიმ და კორი ბრიუერმა სრულიად შეცვალეს მატჩის სურათი, მათ ჯერ სრულიად აღმოფხვრეს ჩამორჩენა მეტოქესთან, ხოლო შემდეგ ანგარიშში წინაც გაიჭრნენ. მასპინძლებმა მეორე მეოთხედი 34:22 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 7 ქულიანი ჰანდიკაპით გავიდნენ.
მიუხედავად ანგარიშში წინ ყოფნისა, "დენვერი" ვერანაირად ვერ ახერხებდა დიდი სხვაობით გაქცეოდა მეტოქეს, მაქსიმუმი 9 ქულა გახლდათ, სტუმართა რიგებში აქტიურდებოდნენ თედ იანგი და დამიენ ვილკინსი, რომლებიც სამწამიანი ზონიდან სისხლს უშრობდნენ მეტოქეს. მატჩის საფინალო სირენის მოახლოვებასთან ერთად "ფილადელფია" გაცილებით უფრო სახიფათოდ ათამაშდა. მეოთხე მეოთხედის მეორე ნახევარში ამჯერად "სიქსერსი" გალიდერდა და სტაბილურად ინარჩუნებდა 4-5 ქულიან უპირატესობას. თითქოს სანერვიულოც აღარაფერი გახლდათ, როდესაც უკანასკნელი პერიოდის დასრულებამდე 14 წამით ადრე ჯრუ ჰოლიდეიმ, მასზე აღებული ტაქტიკური ჯარიმა 2 ქულად გარდასახა და აღადგინა საკუთარი გუნდის 5 ბალიანი უპირატესობა 100:95. მასპინძლებმა ბურთი მეტოქის ნახევარზე გადაიტანეს და ჯორჯ კარლმა ტაიმ აუტი აიღო. მატჩის გადარჩენის მხოლოდ თეორიული შანსიღა გახლდათ, თუმცა "დენვერმა" გადაწყვიტა ბოლომდე თავდადებით ებრძოლა. საფინალო სირენამდე 10 წამით ადრე კარგად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ კორი ბრუერი დარჩა პერიმეტრზე წამიერად მარტო, რითაც მშვენივრად ისარგებლა და სამქულიანი "გლიჯა" 98:100. დარჩენილ მცირე დროში სტუმრებმა აუტიდან ბურთი აივან თერნერზე შემოიტანეს, მასპინძლებმა ვერ მოახერხეს გადაცემის ჩაჭრა და შესაბამისად კიდევ ერთი ტაქტიკური ფოლის აღება მოუწიათ, თუმცა მათდა გასახარად "ფილადელფიის" ახალგაზრდა კალათბურთელს ორივე საჯარიმო ამოუვარდა კალათიდან. ეს უკვე შანსი გახლდათ. გადამწყვეტ შეტევაში სასროლ პოზიციაზე ისევ კორი ბრიუერი დარჩა, რომელმაც ისევ სამიანი ტყორცნა, მაგრამ არაზუსტად, სამაგიეროდ "ივაჟკაცა" ვილკინსმა, რომელმაც თამაშის წესები დაარღვია სროლის შესრულებისას, შესაბამისად მასპინძლებმა სამი ერთქულიანი ტყორცნის საშუალება მიიღეს, რომელიც ცივსისხლიანად ქულებად გარდასახა მასპინძელთა დღევანდელმა გმირმა - 101:100 "დენვერმა" ზღაპარში მოიგო.
შეხვედრის MVP რაღა თქმა უნდა კორი ბრიუერი გახდა, რომელმაც 32 წუთი დაჰყო პარკეტზე და ამ დროის განმავლობაში 29 ქულა დააგროვა, თან ხუთჯერ ჩაჭრა ბურთი მეტოქის შეტევებისას.
დენვერი - ფილადელფია 101:100 (17:22, 34:22, 24:27, 26:29)
დენვერი: მილერი (21), იგუდალა (13), კუფოსი (5), ფარიდი (8), გალინარი (12); ბრუერი (29), მაკგი (6), რენდოლფი (7), ფურნიე
ფილადელფია: ჰოლიდეი (18+15პ), უილკინსი (24), ჰოუსი (17+12მ), თ.იანგი (18), თერნერი (12); მოუტრი (8), აივი (3), რაიტი, ჯენკინსი
http://www.nba.com/games/20130321/PHIDEN/gameinfo.html
ჩიკაგო - პორტლენდი 89:99 (21:20, 16:32, 16:28, 36:19)
ჩიკაგო: ჰაინრიხი (2), ბელინელი (7), ნოა (18), ბუზერი (16+11მ), დენგი (5); რობინსონი (8), გიბსონი (14), ბატლერი (12), მოჰამედი (4), ტიგი (3)
პორტლენდი: ლილარდი (24), მეტიუსი (11), ჰიკსონი (9), ოლდრიჯი (28), ბატუმი (11); ლეონარდი (8), მეინორი (8), სმიტი, ბარტონი, ბაბიტი, ფრილენდი
http://www.nba.com/games/20130321/PORCHI/gameinfo.html
საკრამენტო - მინესოტა 101:98 (25:26, 28:31, 26:20, 22:21)
საკრამენტო: ტომასი (24), ევანსი (21), კაზინსი (15), ტომფსონი (4), სალმონსი (13); პატერსონი (11), ტორნტონი (2), ფრედიტი (4), დაგლასი (5), ოლდრიჯი (2)
მინესოტა: რუბიო (12), რიდნური (4), პეკოვიჩი (18+12მ), უილიამსი (12), კირილენკო (6); ბადინგერი (9), სვედი (6), ბარეა (11), კანინგემი 912), სტიმსმა (8)
http://www.nba.com/games/20130321/MINSAC/gameinfo.html
დასავლეთ კონფერენცია
1. | სან ანტონიო | 68 | 52 | 3 | 3 | 16 | 7103:6556 | 0.765 | |
2. | ოკლაჰომა | 69 | 50 | 4 | 2 | 19 | 7342:6717 | 0.725 | |
3. | მემფისი | 67 | 46 | 4 | 1 | 21 | 6258:5978 | 0.687 | |
4. | კლიპერსი | 69 | 47 | 0 | 1 | 22 | 6954:6498 | 0.681 | |
5. | დენვერი | 70 | 48 | 4 | 1 | 22 | 7420:7079 | 0.686 | |
6. | გოლდენ სტეიტი | 70 | 39 | 2 | 2 | 31 | 7031:7016 | 0.557 | |
7. | ჰიუსტონი | 68 | 37 | 0 | 3 | 31 | 7233:7013 | 0.544 | |
8. | ლეიკერსი | 69 | 36 | 2 | 0 | 33 | 7045:6973 | 0.522 | |
9. | იუტა | 68 | 34 | 3 | 2 | 34 | 6649:6703 | 0.500 | |
10. | დალასი | 68 | 32 | 1 | 8 | 36 | 6899:6956 | 0.471 | |
11. | პორტლენდი | 68 | 32 | 5 | 1 | 36 | 6685:6771 | 0.471 | |
12. | საკრამენტო | 69 | 25 | 0 | 4 | 44 | 6879:7224 | 0.362 | |
13. | მინესოტა | 66 | 23 | 1 | 1 | 43 | 6234:6460 | 0.348 | |
14. | ნიუ ორლეანი | 69 | 23 | 1 | 3 | 46 | 6481:6745 | 0.333 | |
15. | ფინიქსი | 69 | 23 | 3 | 2 | 46 | 6514:6925 | 0.333 |
აღმოსავლეთ კონფერენცია
1. | მაიამი | 67 | 53 | 5 | 1 | 14 | 6926:6424 | 0.791 | |
2. | ინდიანა | 68 | 42 | 2 | 3 | 26 | 6421:6103 | 0.618 | |
3. | ნიუ იორკი | 66 | 40 | 0 | 1 | 26 | 6522:6333 | 0.606 | |
4. | ბრუკლინი | 68 | 40 | 5 | 0 | 28 | 6516:6418 | 0.588 | |
5. | ატლანტა | 68 | 38 | 4 | 1 | 30 | 6638:6597 | 0.559 | |
6. | ჩიკაგო | 67 | 36 | 3 | 2 | 31 | 6212:6188 | 0.537 | |
7. | ბოსტონი | 67 | 36 | 7 | 4 | 31 | 6433:6407 | 0.537 | |
8. | მოლუოკი | 67 | 34 | 3 | 2 | 33 | 6634:6708 | 0.507 | |
9. | ფილადელფია | 68 | 26 | 2 | 1 | 42 | 6286:6554 | 0.382 | |
10. | ტორონტო | 68 | 26 | 2 | 7 | 42 | 6632:6747 | 0.382 | |
11. | ვაშინგტონი | 67 | 24 | 0 | 5 | 43 | 6217:6378 | 0.358 | |
12. | დეტროიტი | 69 | 23 | 0 | 3 | 46 | 6506:6823 | 0.333 | |
13. | კლივლენდი | 68 | 22 | 0 | 1 | 46 | 6628:6885 | 0.324 | |
14. | ორლანდო | 69 | 18 | 0 | 3 | 51 | 6506:6966 | 0.261 | |
15. | შარლოტი | 68 | 16 | 3 | 1 | 52 | 6346:7005 | 0.235 |