ჩრდილოეთ, ცენტრალური ამერიკის და კარიბის ფეხბურთის ასოციაციამ (კონკაკაფი) და სამხრეთ ამერიკის კონფედერაციამ დააანონსა, რომ ფიფას აღმასრულებელმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა 2016 წლის ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასატარებელ კოპა ამერიკის კალენდარს. აღნიშნული ინფორმაცია სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
კოპა ამერიკა 2015 წელს ჩილეში ჩატარდება, ხოლო 2016 წელს აშშ-ში აღნიშნული ტურნირის 100 წლისთავთან დაკავშირებით გრანდიოზული გათამაშება 3-დან 26 ივნისის ჩათვლით გაიმართება.
2016 წლის კოპა ამერიკა აშშ-ს 7 სტადიონზე გაიმართება. ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ სამხრეთ ამერიკის 10 ნაკრები, მასპინძელი აშშ, მექსიკა, კოსტა რიკა, კარიბის თასის 2014 წლის გამარჯვებული, 2015 წლის კონკაკაფის ოქროს თასის მფლობელი და ფლეი ოფის გამარჯვებული.
გიორგი ბალახაძე