სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

17:38 | 17.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

კონტეს ახალ კონტრაქტს სეზონის დასრულების შემდეგ განიხილავენ

ტურინის “იუვენტუსის” მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს მოქმედ კონტრაქტს ვადა ერთი წლის შემდეგ ეწურება და მხარეები მის გახანგრძლივებაზე თანხმდებიან.

თუმცა, Sky Italia-ს ცნობით, ამ ეტაპზე 44 წლის სპეციალისტი იტალიის ჩემპიონის ტიტულის ზედიზედ მესამედ მოპოვებასა და ევროპის ლიგის მოგებაზეა კონცენტრირებული და კონტრაქტთან დაკავშირებული საკითხების განხილვით დროის დაკარგვას არ აპირებს.

“კონტემ გვაცნობა, რომ ახალი კონტრაქტის განხილვა მხოლოდ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შედგება. მინდა ავღნიშნო, რომ კლუბში მწვრთნელის მუშაობით ყველა კმაყოფილია. ვამაყობთ იმით, რომ კონტე “იუვენტუსში” მუშაობს” - განაცხადა “ბებრი ქალბატონის” დირექტორმა ჯუზეპე მორატამ.

სერია A-ს დასრულებამდე 5 ტურით ადრე, “იუვენტუსი” სატურნირო ცხრილს 87 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარს 8 ქულით უსწრებს. ტურინელები ევროპის ლიგის ნახევარფინალშიც არიან და იქ პორტუგალიურ “ბენფიკას” დაუპირისპირდებიან.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092205