ფეხბურთი

3:21 | 5.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

კონტემ კარგად დაიწყო

იტალიის ქალაქ ბარიში, “სკუადრა აძურამ” ჰოლანდიის ნაკრები მიიღო და დამაჯერებლად 2:0 დაამარცხა.

ორივე ნაკრების მთავარი მწვრთნელი, პირველად უძღვებოდა თავიანთ შეგირდებს. დებიუტი წარმატებული გამოუვიდა ანტონიო კონტეს, რომელმაც გუს ჰიდინკის გუნდი უპრობლემოდ დაამარცხა. ყველაფერი მატჩის დებიუტში გაირკვა, მე-3 წუთზე ანგარიში ჩირო იმობილემ გახსნა. აქედან 6 წუთში, იტალიის ნაკრებმა პენალტის დატყმის უფლება მოიპოვა და მსაჯმა ბრუნო მარტინს ინდი გააძევა მოედნიდან. თერთმეტმეტრიანი გოლად დანიელ დე როსიმ აქცია და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2:0.

ძალიან საინტერესო და დაძაბული შეხვედრა შედგა “სტად დე ფრანსზე”, სადაც საფრანგეთის ნაკრებმა ესპანეთის განახლებული გუნდი მიიღო და მინიმალური სხვაობით დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 73-ე წუთზე ლოიკ რემიმ გაიტანა.

ლიეჟში გამართულ შეხვედრაში, ბელგიელებმა მერტენსისა და ვიტსელის გოლებით შეძლეს ავსტრალიის დამარცხება 2:0. ამავე ანგარიშით დაამარცხეს შვედებმა ესტონეთი, ხოლო ხორვატებმა - კვიპროსი.

იტალია – ჰოლანდია 2:0 (2:0)

ბარი, “სტადიო კომუნალე სან ნიკოლა”

იტალია: სირიგუ, ბონუჩი, ასტორი, რანოკია, დე როსი (პაროლო 67), დე შილიო (პასკუალე 67), მარკიზიო (ვერატი 63), ჯაკერინი, დარმიანი (კანდრევა 73), ზაზა (დესტრო 73), იმობილე (ჯოვინკო 77).
მწვრთნელი: ანტონიო კონტე

ჰოლანდია: სილესენი, ინდი, დე ვრეი, ბლინდი, ჯანმაატი (ვან დერ ვილი 77), დე იონგი (პიტერსი 63), სნეიდერი, ვეინალდუმი (ფერი 85), ლენსი (ველტმანი 12), კუიტი, ვან პერსი (ნარსინგი 80).
მწვრთნელი: გუს ჰიდინკი

გოლები: 1:0 იმობილე (3), 2:0 დე როსი (10 პენ.).
გაძევება: ინდი 9.
გაფრთხილება: ვერატი
მსაჯი: სერგეი კარასევი
ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 9(6)-4(1), ჯარიმა: 14-9, კუთხური: 4-1, თამაშგარე: 3-2, სეივი: 1-4  

საფრანგეთი – ესპანეთი 1:0 (0:0)

პარიზი, “სტად დე ფრანსი”

საფრანგეთი: ლორისი, ევრა (დინიე 68), დებუში, სახო, ვარანე, პოგბა, მატუიდი (კაბაიე 68), სისოკო (შნეიდერლენი 78), გრიზმანი (რემი 59), ვალბუენა (კაბელია 75), ბენზემა.
მწვრთნელი: დიდიე დეშამი

ესპანეთი: დე ხეა, რამოსი, სან ხოსე, კარვახალი, ასპილიკუეტა, ბუსკეტსი (იტურასპე 46), კოკე, კასორლა (ისკო 68), ფაბრეგასი (პედრო 68), გარსია (სილვა 58), კოშტა (ალკასერი 67).
მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე

გოლი: რემი 73.
მსაჯი: ალან ბიერი
ბურთის ფლობა: 42%-58%, დარტყმა: 10(5)-7(0), ჯარიმა: 9-9, კუთხური: 2-2, თამაშგარე: 4-3, სეივი: 0-4

ბელგია – ავსტრალია 2:0 (1:0)

გოლები: მერტენსი (18), ვიტსელი (77).

ხორვატია – კვიპროსი 2:0 (1:0)

გოლები: მანძუკიჩი (18;58).

შვედეთი – ესტონეთი 2:0 (2:0)

გოლები: იბრაჰიმოვიჩი (3;24).  


ირაკლი ალიმბარაშვილი

0.115302