“იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ მოგებების სერიის 12-მდე გაზრდის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. “ბებერმა ქალბატონმა” “სამპდორიასთან” 4:2 იმარჯვა და გათამაშების ცხრილს კვლავ 8-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს.
“თამაშისთვის კარგად მოვემზადეთ და შედეგიც სახეზეა. უამრავი სახიფათო მომენტი შევქმენით და ოთხი გოლი გავიტანეთ. ერთადერთი, რაც დამაფიქრებელია, ისაა, რომ შეტევის ზედმეტი სიყვარული რიგ მომენტებში დაცვაში წარმოშობს პრობლემებს. დღესაც ასე მოხდა” – განაცხადა ანტონიო კონტემ.
“იუვენტუსის” თავკაცმა პოლ პოგბას თაობაზეც გააკეთა კომენტარი. ფრანგმა ნახევარმცველმა “სამპდორიასთან” გოლი გაიტანა, მაგრამ კონტეს განცხადებით, თავისი შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენა მაინც ვერ შეძლო.