ფეხბურთი

12:09 | 31.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

კონტემ ბალოტელი ნაკრების მიღმა დატოვა

იტალიის ეროვნული ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ, 27-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. "სკუადრა აძურა" 4 სექტემბერს, ამხანაგურ შეხვედრაში ჰოლანდიას დაუპირისპირდება, ხოლო 8 სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებთან გაარკვევს ურთიერთობა.

ანტონიო კონტეს რჩეულთა სიაში ვერ მოხვდნენ მარიო ბალოტელი, ალესიო ჩერჩი, ლორენცო ინსინიე და ანტონიო კასანო. აღნიშნული ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობდნენ.

ანდრეა პირლოს და რიკარდო მონტოლივოს ტრავმა აწუხებთ და კონტეს სიაში არ არიან.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, კონტეს პირველი შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: ჯანლუიჯი ბუფონი ("იუვენტუსი"), სალვატორე სირიგუ (პსჟ), მატია პერინი ("ჯენოა), დანიელე პადელი ("ტორინო").

მცველები: დავიდე ასტორი ("რომა") ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი (ორივე "იუვენტუსი"), გაბრიელ პალეტა ("პარმა"), ანდრეა რანოკია ("ინტერი").

ნახევარმცველები:  კრისტიან მაჯო ("ნაპოლი"), მატეო დარმიანი ("ტორინო"), დე შილიო ("მილანი"), მანუელ პასკუალი ("ფიორენტინა"), ანტონიო კანდრევა ("ლაციო"), დანიელე დე როსი, ალესანდრო ფლორენცი (ორივე "რომა"), კლაუდიო მარკიზიო ("იუვენტუსი"), მარკო ვერატი (პსჟ, საფრანგეთი), მარკო პაროლო ("ლაციო"), ანდრეა პოლი ("მილანი"), ემანუელ ჯაკერინი ("სანდერლენდი", ინგლისი).

თავდამსხმელები: ჩირო იმობილე ("დორტმუნდი", გერმანია), მატია დესტრო ("რომა"), სტეფან ელ შაარავი ("მილანი"), სებასტიან ჯიოვინკო ("იუვენტუსი"), პაბლო ოსვალდო ("ინტერი"), სიმონე ზაზა ("სასუოლი").

გიორგი ბალახაძე

0.118169