ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, არტურო ვიდალის მიერ დისციპლინის დარღვევაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ჩილელზე წესები ისევე ვრცელდება, როგორც გუნდის სხვა წევრებზე.
ვიდალის დასჯის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მან ნაკრებიდან კლუბში დაბრუნება დააგვიანა.
“ვიდალთან ჯერ არ მისაუბრია, რადგან ის გუშინდელ საღამოს ვარჯიშს არ დასწრებია. არტუროს აუცილებლად დაველაპარაკები და მისი შეყოვნების მიზეზს გავიგებ. დაისჯება თუ არა ის? წესები ყველასთვის ერთია.” – აცხადებს ანტონიო კონტე.