ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე აცხადებს, რომ “რომას” ფეხბურთელებს, ფრანჩესკო ტოტისა და დანიელე დე როსის პასუხს ის მოედანზე გასცემს.
5 იანვარს გასამართი დაპირისპირების წინ, ფრანჩესკო ტოტიმ განაცხადა, რომ რომაელები ტურინელებს ინდივიდუალურად ჯობნიან, მაგრამ “იუვეს” უფრო კარგად შეთამაშებული გუნდი ჰყავს. კაპიტანს დე როსიც დაეთანხმა.
“ეს ყველაფერი პროვოკაციაა, რომელიც ხუმრობად უნდა მივიღოთ. არ მინდა, ტოტისა და დე როსის სიტყვებს კომენტარი გავუკეთო, რადგან პასუხის მოედანზე გაცემას მივეჩვიე. ბოლო ორნახევარი წლის განმავლობაში ჩვენ მკაფიო პასუხებს ვიძლეოდით, ასე რომ...
რომაელებმაც ისეთივე გზა გამოიარეს, როგორც ჩვენ. 3 წლის წინათ, მათ გუნდის შენება ლუის ენრიკესთან ერთად დაიწყეს. დროის ამ მონაკვეთში, ჩვენ 2 სკუდეტო და ორიც სუპერთასი მოვიგეთ.
რუდი გარსიას ვესაუბრე და მაშინვე მივხვდი, რომ ის ჭკვიანი ადამიანია, რომელმაც კარგად იცის, რას აკეთებს. გარსია რთულ სიტუაციას კარგად გაუმკლავდა და თავისი ადგილი იპოვა გუნდში, რომელიც ბოლო 2 სეზონში წარუმატებლად თამაშობდა. მსგავსი რამ მოხდა ჩემს შემთხვევაშიც.” – ციტირებს კონტეს სიტყვებს Football Italia.