ფეხბურთი

18:26 | 5.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: “სელტიკი” არასდროს ნებდება”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩის წინ, აცხადებს, რომ მისი გუნდი “სელტიკთან” შეხვედრას სერიოზულად უნდა მიუდგეს.

პირველ მატჩში, რომელიც გლაზგოში გაიმართა, “იუვემ” “სელტიკი” 3:0 დაამარცხა და შეიძლება ითქვას, რომ ტურინელთა 1/4-ფინალში გასვლა მხოლოდ დროის საკითხია, მაგრამ ასე არ ფიქრობს კონტე.

“ხვალინდელი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად გასვლით მატჩში დამაჯერებლად მოგებისა, კონცენტრაცია 90 წუთის განმავლობაში უნდა შევინარჩუნოთ.

ფეხბურთში, სასწაულები იშვიათად არ ხდება. ასეთი შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია, თუ მოედანზე სათანადო განწყობის გარეშე გადიხარ. “სელტიკი” ის გუნდია, რომელიც არასდროს ნებდება. ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ.” – აცხადებს ტურინელთა დამრიგებელი.

0.122578