ფეხბურთი

21:56 | 30.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

კონტე საუკეთესოდ პირლოს მიიჩნევს

ტურინის ,,იუვენტუსის’’ მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს აზრით, ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელად ანდრეა პირლო უნდა დასახელდეს. ,,გაზეტა დელო სპორტისთვის’’ მიცემულ ინტერვიუში კონტემ საუკეთესოდ ვეტერანი იტალიელი მიიჩნია.

,,ვფიქრობ, ანდრეა პირლოს დამსახურებულად ეკუთვნის წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი, თუმცა მოვლენების ამგვარი განვითარება ნაკლებად მოსალოდნელია. ამ ჯილდოსთვის  ხომ რიბერი, მესი, რონალდუ და  იბრაჰიმოვიჩიც იბრძვიან, თუმცა პირლო გამარჯვებას იმსახურებს, ძალიან გამიხარდება თუ საუკეთესოდ ცნობენ’’_ განაცხადა კონტემ.

გარდა ამისა, იტალიელმა  მწვრთნელმა საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტთა სიაში ფრანჩესკო ტოტის არყოფნის გამო გულისტკივილი გამოთქვა.

,,დაუჯერებელია ტოტის არ ყოფნა საუკეთესოთა შორის. რომაული კლუბი  საოცარ სეზონს ატარებს, ტოტი ფანტასტიური ფეხბურთელია. როგორც ჩანს, ფიფამ ფრანჩესკო დაივიწყა’’_ დასძინა იტალიელმა.

შეგახსენებთ, ფიფამ ახლახანს დაასახელა ის 23 ფეხბურთელი, რომელთაგანაც მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეს გამოავლენენ.

დიმიტრი შარიქაძე

0.141211