ფეხბურთი

21:06 | 29.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: “მსაჯები ცდებოდნენ და ეს ყოველთვის ასე იქნება”

“იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ტურინული დერბის შესახებ საუბრობს.

“ტორინოსა” და “იუვენტუსს” შორის გამართული შეხვედრა “ბებერმა სინიორამ” 1:0 მოიგო. ერთადერთი გოლი პოლ პოგბამ გაიტანა. ფრანგმა ფეხბურთელმა კარლოს ტევესის დარტყმულს დაამატა, არგენტინელი კი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა. კონტე მსაჯის შეცდომას არ უარყოფს, მაგრამ ყურადღებას სხვა ეპიზოდზეც ამახვილებს.

“ტევესის თამაშგარე მდგომარეობა? დიახ, მითხრეს, რომ ის თამაშგარეში იყო, მაგრამ ამ ეპიზოდამდე, მან იმობილესგან ძლიერი დარტყმა მიიღო. კარლოოს სერიოზული დაზიანება აქვს. იმობილე მოედნიდან უნდა გაეძევებინათ და ძნელია ითქვას, როგორ წარიმართებოდა მატჩი, მეტოქე რიცხობრივ უმცირესობაში რომ დარჩენილიყო. მსაჯები ცდებოდნენ და ყოველთვის ასე იქნება. ეს გარდაუვალია.” – აცხადებს კონტე, რომელიც ანდრეა პირლოს უთამაშებლობის მიზეზსაც ხსნის – “პირლო უნიკალური და შეუდარებელი ფეხბურთელია, მაგრამ როტაციას უნდა მივმართო, რადგან წინ კიდევ ბევრი მატჩია.”

0.128995