ტურინის “იუვენტუსის” მწვრთნელმა ანტონიო კონტემ “გალათასარაისთან” 0;1 მარცხის და ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ განაცხადა, რომ სურდა, დღესაც შეწყვეტილიყო მატჩი.
“უეფას დელეგატს შესვენებისას ვუთხარი, რომ ასეთ პირობებში თამაში არ უნდა გაგრძელებულიყო. დიდიე დროგბამ კი თქვა, ორივე გუნდი თანაბარ პირობებშიაო. ჩვენ ფეხბურთის თამაში გვინდოდა. ჩვენი მთავარი შეცდომა მაინც ის იყო, რომ თავად წავაგეთ მატჩი. მინდორი არ გვაძლევდა თამაშის საშუალებას, ამიტომაც, არ დავმალავ ჩემს აზრს: “იუვე” გავარდნას არ იმსახურებდა”.