ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე, “მილანთან” მოგების (2:0) შემდეგ, მეტოქე გუნდს აქებს.
“მილანმა” თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. ფეხბურთელები ენთუზიაზმით სავსენი იყვნენ, პირველ ტაიმში მაღალ ტემპს ინარჩუნებდნენ და ბევრ სახიფათო მომენტს ქმნიდნენ.
შეტევაში ცუდად არც ჩვენ გვითამაშია. მე-2 ტაიმში ტაქტიკა შევცვალეთ და მეტოქის ზეწოლა ნაკლებ პრობლემას გვიქმნიდა. გარდა ამისა, თამაშზე კონტროლი დავაწესეთ.
კლარენს ზეედორფსა და მის “მილანს” ჩემგან მილოცვა ეკუთვნით.
ვშიშობდი, რომ ამ ტურში ქულებს დავკარგავდით, მაგრამ პირიქით მოხდა და “რომასთან” სხვაობა გავზარდეთ.” – ციტირებს კონტეს სიტყვებს Sky Italia.