ფეხბურთი

10:49 | 2.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

კონტე გაწბილებულია

ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ევროპის ლიგის ნახევარფინალური ეტაპიდან გამოვარდნით გაწბილებულია, თუმცა მატჩამდე დარწმუნებული იყო, რომ მისი გუნდი ფინალს ითამაშებდა.

"ჩვენი ოცნება ჩვენსავე სტადიონზე ფინალის თამაში იყო, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. "ბენფიკას" დრო გაჰყავდა და მსაჯმაც ამის უფლება მისცა. თავიდან აქტიური თამაში მიმდინარეობდა, შემდეგ კი მატჩი ხშირად წყდებოდა და მეტოქემ დროის გაყვანა შეძლო. პორტუგალიელებმა თავისი გამოცდილება გვაჩვენეს, გაძლეს და კვლავ ფინალში თამაშობენ. ახლა ისღა დაგვრჩენია მთლიანად სკუდეტოს მოსაგებად ვიყოთ კონცენტრირებულები" _ განუცხადა მატჩის შემდეგ Mediaset Premiumn-ს კონტემ.

შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსი", რომელიც სკუდეტოს ზედიზედ მესამედ მოგებასთან ახლოსაა, ევროპის ლიგის ფინალის მიღმა დარჩა. ტურინელებმა “ბენფიკასთან” პირველი მატჩი სტუმრად 1:2 წააგეს, ხოლო საკუთარ მოედანზე უგოლოდ (0:0) ითამაშეს.

გიორგი ბალახაძე

0.114471