„იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ტურინული კლუბიდან შესაძლო წასვლის თაობაზე იტალიური სპორტული გამოცემების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. სპეციალისტმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ არც კი ფიქრობს.
„ახლა თავში მხოლოდ ჩემპიონის ტიტული მიტრიალებს, რომელიც მესამედ მოვიპოვეთ. ეს ისტორიული მოვლენაა. რაც შეეხება ჩემს მომავალ კარიერას, ჯერ ვერაფერს ვიტყვი. დასრულდება სეზონი, „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობას დაველაპარაკები და ერთად გადავწყვეტთ“ - ციტირებს კონტეს სიტყვებს Sky Sport Italia.
მოქმედი კონტრაქტის თანახმად, ანტონიო კონტე ტურინში 2015 წლის ზაფხულამდე უნდა დარჩეს, მაგრამ ბოლო დროს სპეციალისტის „მონაკოში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით ვრცელდება ხმები.