ფეხბურთი

15:42 | 9.09.2014 | ნანახია NaN - ჯერ

კონტე და ჰიდინკი გასვლებით იწყებენ

ევროშესარჩევის პირველი ტური დღეს დასრულდება. გუშინწინდელის მსგავსად, დღესაც 8 შეხვედრა ჩატარდება, რომელთაგან, განსაკუთრებულ ინტერესს ორი მატჩი იწვევს. ნორვეგიის ნაკრები იტალიას უმასპინძლებს, ხოლო ჩეხეთი - ჰოლანდიას. სხვა შეხვედრებიდან, რომელიმეს გამორჩევა გაგვიჭირდება..


A ჯგუფი

ჩეხეთი – ჰოლანდია
დასაწყისი: 9 სექტემბერი, 22:45 წთ.
ადგილი: პრაღა, “გენერალ არენა”
მსაჯი: ჯ. როკი

ჰიდინკს ჰოლანდიის ნაკრების რიგებში წარუმატებელი დებიუტი ჰქონდა. ოთხშაბათს მისმა გუნდმა, იტალიასთან 0:2 წააგო. გამოცდილ სპეციალისტს დღეს საპირისპირო გეგმები აქვს და იმედოვნებს, რომ პირველ ოფიციალურ შეხვედრაში მისი გუნდი გაიმარჯვებს. უნდა აღინიშნოს, რომ ჰოლანდიელები მატჩს სერიოზული დანაკლისით ხვდებიან: რობენს, ჰუნტელაარსა და ვან დერ ვაარტს ტრავმები აწუხებთ.
საკადრო პრობლემები არ აწუხებს ჩეხეთის ნაკრებს. პაველ ვრბას შეგირდებმა შუა კვირას აშშ-სთან წაგეს, თუმცა დღევანდელ შეხვედრას ისინიც ოპტიმისტურად უყურებენ.

სავარაუდო შემადგენლობები
ჩეხეთი: ჩეხი, პროჩაჟკა, კადლეცი, ლიმბერსკი, დარიდა, კადერაბეკი, იაროშეკი, ლკრეჟჩი, პილარი, როსიცკი, ვიდრა.
მწვრთნელი: პაველ ბრბა
ჰოლანდია: სილესენი, ჯანმაატი, დე ვრეი, ინდი, ბლინდი, დე იონგი, ვეინალდუმი, სნეიდერი, კუიტი, ლენსი, ვან პერსი.
მწვრთნელი: გუს ჰიდინკი

ისლანდია – თურქეთი
დასაწყისი: 9 სექტემბერი, 22:45 წთ.
ადგილი: რეიკიავიკი, “ლაუგარდელსვიულური”
მსაჯი: ი. ბებეკი

ყაზახეთი – ლატვია
დასაწყისი: 9 სექტემბერი, 20:00 სთ.
ადგილი: ასტანა, “ასტანა არენა”
მსაჯი: ი. კრუზლიაკი


B ჯგუფი

ანდორა – უელსი

დასაწყისი: 9 სექტემბერი, 22:45 წთ.
ადგილი: ანდორა ლა ვალე, “კამპ დ’ესპორტს კონსელ გენერალი”
მსაჯი: ს. ვინჩიჩი

ბოსნია – კვიპროსი
დასაწყისი: 9 სექტემბერი, 22:45 წთ.
ადგილი: ზენიცა, “სტადიონ ბილინო პოლჟე”
მსაჯი: ე.არანკოვსკი

H ჯგუფი

ნორვეგია – იტალია
დასაწყისი: 9 სექტემბერი, 22:45 წთ.
ადგილი: ოსლო, “ულევალ შტადიონი”
მსაჯი: მ. მაზიჩი

ანტონიო კონტემ სანაკრებო კარიერა კარგად დაიწყო. მისმა გუნდმა შუა კვირას ჰოლანდიის ნაკრები დამაჯერებლად დაამარცხა, ხოლო ნორვეგიის ნაკრებმა სტუმრად მინიმალური ანგარიშით წააგო ინგლისთან.
“სკუადრა აძურას” რიგებში ბევრი ცვლილებაა. მუნდიალზე მოასპარეზე რამდენიმე მოთამაშეს კონტე არ ენდო და სხვებით ჩაანაცვლა. დღეს იტალიას ტრავმების გამო ანდრეა პირლო და კლაუდიო მარკიზიო დააკლდება.
ნორვეგიის შემადგენლობა ალბათ ბევრს არაფერს გვეუბნება, მაგრამ ერთი ფაქტი აუცილებლად აღსანიშნავია, ამხანაგური მატჩის შემდგომ, შესაძლოა ოფიციალურ მატჩშიც ჰქონდეს დებიუტი მასპინძელთა 15 წლის ნახევარმცველს მარტინ ოდეგაარდს.

სავარაუდო შემადგენლობები
ნორვეგია: ნილანი, ელაბდელაუი, ფორენი, ნორდტვეიტი, ფლო, დეჰლი, იენსენი, იოჰანსენი, სკელბრედი, ელიუნუსი, კინგი.
მწვრთნელი: პეტ-მატიას იოგმო
იტალია: ბუფონი, ასტორი, ბონუჩი, რანოკია, დარმიანი, დე როსი, ვერატი, ჯაკერინი, დე შილიო, იმობილე, ზაზა.
მწვრთნელი: ანტონიო კონტე

აზერბაიჯანი – ბულგარეთი
დასაწყისი: 9 სექტემბერი, 20:00 სთ.
ადგილი: ბაქო, “ბაკსელ არენა”
მსაჯი: ა. იეფეტი

ხორვატია – მალტა
დასაწყისი: 9 სექტემბერი, 22:45 წთ.
ადგილი: ზაგრები, “სტადიონ მაქსიმირი”
მსაჯი: ვ. ბეზბოროდოვი 

ირაკლი ალიმბარაშვილი


 

თეგებიევრო-2016

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:23 | 04.05.2021
welder (1068)

მჭედლიძე არ ბრუნდება?

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.069335
სარეკლამო ადგილი - 99
X x X