“ტურ დე ფრანსის” სამგზის გამარჯვებული, ალბერტო კონტადორი ერთწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. აღნიშნულის მიზეზი, აკრძალული პრეპარატის კლენბუტეროლის მიღებაა, გადაწყვეტილება კი, ესპანეთის ველოსპორტის ფედერაციამ გამოიტანა.
დისკვალიფიკაციის ათვლა გასული წლის აგვისტოდან დაიწყო, თუმცა, კონტადორს მისი გასაჩივრება ათი დღის განმავლობაში შეუძლია.
ესპანელ ველომრბოლს აკრძალული პრეპარატი სისხლში “ტურ დე ფრანსის” ერთ-ერთი ეტაპის შემდეგ აღებულ სინჯში აღმოაჩნდა. თავად სპორტსმენის განცხადებით, აღნიშნული ნივთიერება მის ორგანიზმში დაავადებული ხორცის მიღების შემდეგ მოხდა.







