კალათბურთი

0:42 | 25.04.2014 | ნანახია 1177 - ჯერ

კონლი ყველაზე ღირსეულია

“მემფის გრიზლისის” გამთამაშებელი მაიკ კონლი ჯო დუმარსის სახელობის პრიზის მფლობელი გახდა. აღნიშნული ჯილდო რეგულარული სეზონის შედეგებით იმ კალათბურთელებს გადაეცემათ, რომელთაც თავი მოედანზე ღირსეული ქცევით გამოიჩინეს.

ცნობისთვის, კონლი მემფისელთა პირველი მოთამაშე გახდა, რომელსაც ხსენებული პრიზი ერგო. მის გარდა, პრეტენდენტებად ჯეფ გრინი (“ბოსტონი”), მაიკ დანლივი (“ჩიკაგო”), ჩენინგ ფრაი (“ფინიქსი”), დემიან ლილარდი (“პორტლენდი”) და ბრედლი ბილი (“ვაშინგტონი”) მოიზრებოდნენ.

ჩამოთვლილი ხუთეულის ყოველი წევრის სახელით, ლიგა ქველმოქმედებისთვის 5000-5000 დოლარს გაიღებს, კონლის სახელით კი 10 000 დოლარი იქნება გაცემული. 

თეგებიმაიკ კონლი

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:22 | 25.04.2014
MIAMI HEAT (3534)

კონლი მაგარიხარ ერთი ორი თამაშიც მოუგეთ ოკლას და მომაშორეთ ეგენი

01:26 | 25.04.2014
arturi-baierni (24493)

და რა ქნა ასეთი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126133
სარეკლამო ადგილი - 99
X x X