FIFA-მ იმ 6 ფეხბურთელისგან შემადგარი სია გამოაქვეყნა, რომლებიც კონფედერაციის თასის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის იბრძოლებენ. გასაკვირი არაა, რომ ექვსივე მათგანი ნახევარფინალში გასულ გუნდში თამაშობს. საუკეთესოთა შორის ორ-ორი წარმომადგენელი ჰყავთ ფინალისტებს, ბრაზილიასა და ესპანეთს, ხოლო იტალიიდან და ურუგვაიდან საუკეთესოს წოდებისთვის თითო ფეხბურთელი იბრძოლებს.
კონფედერაციის თასის 2013 წლის გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელობის კანდიდატები არიან: ანდრეს ინიესტა (ესპანეთი), ნეიმარი (ბრაზილია), პაულინიო (ბრაზილია), ანდრეა პირლო (იტალია), სერხიო რამოსი (ესპანეთი), ლუის სუარესი (ურუგვაი).
აქვე გაგაცნობთ კონფედერაციის თასის წინა გათამაშებების საუკეთესო ფეხბურთელების ჩამონათვალს:
1997 – დენილსონი (ბრაზილია)
1999 – რონალდინიო (ბრაზილია)
2001 – რობერ პირესი (საფრანგეთი)
2003 – ტიერი ანრი (საფრანგეთი)
2005 – ადრიანო (ბრაზილია)
2009 – კაკა (ბრაზილია)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ამ სტატიის ავტორი ცოტა ვერაა ? როგორ გვყავს უძლიერესი შემადგენლობა როცა ქუბრიაშვილი თხილაიშვილი შარიქაძე და ჟვანია გვაკლია ?? ამას პლიუს კოლელიშვილი და კიდევ მიქაუტაძე რატო აითვალწუნა მილტონამ ამ ბოლო დროს სულ სკამზე რომ ზის ! რუმინეთთან ჯობდა 7 ნომერზე მიქაუტაძეს ეთამაშა და გორგოძე კი ისევ თავის ადგილზე ითამაშებდა 8 ნომერზე !
ღმერთმა ჯანი მიცეს კაჭის ვფიქრობ სამომავლოდ ცენტრი შარიქაძე-მჭედლიძე იქნება
ჟვანია რატო არ არის ნეტა?
გორგოძეს და ლომიძეს ერთად ვერ მოვესწარი ნაკრებში.ბეგაძე მარქაფაშიც არ უნდა იყოს.ხაზში მეტი მოთამაშეები გვჭირდება.
+15 იქნება თუ მეტი მთლად უკეთესი
შარიქაძე ძალიან მოუხდებოდა ამ თამაშს
მივმართავ ყველა თანამემამულეს, ვისაც უყვარს რაგბი ან არ უყვარს მაგრამ უყვარს ჩვენი სამშობლო:
ჩემო ძვირფასებო, საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წუთები, როცა ერთ მუშტად შეკრული და ერთად დამდგარი გვინახავს ერი და ბერი! ასეთი მომენტები ძალიან ბევრია, თუნდაც გავიხსენოთ 9 აპრილას ერთად მდგომი საქართველო. კომუნისტების დროს, როცა ყოველგვარი მიტინგი თუ საჯარო თავშეყრა იკრძალებოდა, მაშინ ფეხბურთი იყო ის ერთადერთი სიხარული თუ მასობრივი შეკრების ადგილი სადაც ხალხი ერთად ზეიმობდა და ტკბებოდა.
დღეს ასეთი გამაერთიანებლის როლი ჩვენს რაგბისტებს აქვთ. ისინი ნამდვილად იმსახურებენ ჩვენს მხარდაჭერას და გვერდში დგომას! მაშ მოდით, სტადიონზე მისვლით ჩვენი პატივცემა და დაფასება გამოვხატოთ მათ მიმართ და მთელს მსოფლიოს დავანახოთ რაოდენ შეკრული და ცივილიზებული ერი ვართ! განსაკუთრებით მინდა ვთხოვო ჩვენს ქალბატონებს, რომელთა როლიც
ქვეყნის კეთილდღეობის საქმეში განუზომელია: მოკიდეთ ხელი თქვენს ზოგიერთ უინიციატივო თუ "ზარმაც" მამაკაცს და წამოიყვანეთ რაგბზე, მჯერა აქ თქვენ ქართული გენის ზეიმი გელოდებათ!
მინდა მივმართო რეგიონებში მყოფებს ვისაც ტელევიზორთან მოკალათება ურჩევნია: შორიდან ათასჯერ ნანახს ყოვეთვის სჯობია თუნდაც ერთხელ უშუალოდ ადგილიდან ყურება, მით უფრო როცა საყოველთაო ზეიმის მონაწილე ხდები! ამაში მე თვითონ დავრწმუნდი შარშანდელი სუპერთასის დროს. ნუ დაგენანებათ ბილეთში სიმბოლური ფასის გადახდა და მცირეოდენი გზის ხარჯების გაღება! ხოლო იმისათვის რათა ხარჯები არ გაგეზარდოთ, ნუ გადადებთ ბილეთის შეძენას ბოლო დღემდე და შეიძინეთ ელექტრონულად, რაც ძალიან კომფორტულია (მეც ასე ვქენი)
რაგბის ყველა ქომაგს ვთხოვ რომ წამოიყვანონ ნათესავები და ახლობლები, ყველანი ვისაც სურს სანახაობა და იმავდროულად ერთად დგომა იხილოს! ასევე ყველა სპორტსმენს, მათ შორის ფეხბურთელს ვთხოვ, რომ წამოდით სტადიონზე! ნუ აღიქვამს ზოგიერთი თქვენგანი მორაგბეთა წარმატებას როგორც კონკურენტის გამარჯვებას! ეს ჩვენი საერთო გამარჯვებაა, გთხოვთ ეს გააცნობიეროთ და მოხვიდეთ სტადიონზე! ყველას მოგიწოდებთ და გთხოვთ რომ ტელევიზორთან ჯდომას სტადიონზე მოსვლა ამჯობინოთ, რა შემთხვევაშიც დიდი ალბათობით საყოველთაო ზეიმი გარდაუვალია! ღმერთი ჰფარავდეს სრულიად საქართველოს! ამინ!
+1
4 ლელოს არ ველი, 2 ან 3 ლელოს ველი ჩვენგან მაქსიმუმ, მარა +15-ის მაგრა მჯერა.
იქნება +15!!!!
+15 4 ლელოს დადების გარეშეც შეიძლება, შარშან რუსებს 30–0 მოვუგეთ, მაგრამ 4 ლელო არ დაგვიდია
ნამდვილად მჯერა რომ მოვიგებთ მაგრამ ნუთუ ასეთი სუსტი გგონიათ რუმინეთი, როცა მათთვის
4 ლელოს დადებასა და უპირობოდ +15 მოგებაზე საუბრობთ?! ჯერ ერთი, სასტარტო შემადგენლობა სულაც არ მიმაჩნია საუკეთესოდ. ფრუიძე, გორგაძე ჯერ დაუღვინებლები არიან და ფიზიკურადაც წრთობა აკლიათ, ხოლო "ბინგო" (ჩხაიძე) ასაკოვანია და რუმინეთთან სწრაფი მოქმედებები გაუჭირდება. მაგრამ რახან ჰეიგი მათ შემცვლელებს (ჩილაჩავა, მიქაუტაძე, ლომიძე) და სხვებსაც საჭირო მომენტისთვის ინახავს, ვნახოთ როგორც წავა მანამდე თამაში. თუმცა, ისიც ნათელია რომ ლელოები ცოტა იქნება, ხოლო რუმინეთის შერკინებას ისე აშკარად ვერ ვაჯობებთ როგორც სხვა მეტოქეებისას. ამიტომ საჭიროა, მინიმალურად დავჯარიმდეთ თორემ ვლაიკუ მაგრად ურტყამს ჯარიმებს. მოკლედ, მე მეეჭვება 15 ქულაზე მეტით მოგება და თუ შევცდი, მაშინ უბედნიერესი ვიქნები და საბოლოოდ ვირწმუნებ რომ მსოფლიოს მერე ყველას (რუმინეთსაც) ერთი თავით ვჯობივართ
IKA 13
ალბათ ორწლიან ციკლზეა ლაპარაკი.. იქ ჩვენ 40 ქულა გვაქვს და რუმინეთს 34.. მაგრამ რადგან ყოველ წელს თამაშდება თასი მოგება ან ფრე (ბონუს ქულის გარეშე, ანუ 4 ლელო რომ დადონ და ჩვენ ვერა ეგრე არ გვაწყობს) გვინდა..
მარქაფაში ევროპის საუკეთესო გუნდის 2 მორაგბე რო გიზის რაღა უნდა ვთქვა შემადგენლობაზე
ვფიქრობ რუმინელების უკანახაზელები შეტევაში ცოტათი გვჯობიან, სამაგიეროდ დაცვაში ჩვენ ვჯობივართ უფრო მეტად, სამაგიეროდ დანარჩენში შედარებაც არ შეიძლება, ისეთი განსხვავებაა კლასში, ვფიქრობ + 15-ით უნდა მოვიგოთ, თუ სტადიონს გავავსებთ, უფრო მეტიდაც..ძალიან მინდა ფრუიძემ ბოლოსდაბოლოს გამოამჟღავნოს ის თვისებები, რაც გააჩნია..დიდი პოტენციალია ამ ბიჭში, თუ ათამაშდა 14 ნომრის პრობლემა გადაიჭრება, ბეკები უნდა იყვნენ პირველ რიგში სწრაფები და თან ფიზიკურად ძლიერები, მათზე ბევრია დამოკიდებული..წარმატებები ჩვენს ბიჭებს
ვერაფრით ვერ დაგეთანხმები იმაში, რომ რუმინეთის უკანა ხაზი ჩვენსას ჯობია. კანადის ჯობია, ამერიკის დავუშვათ. რუმინეთის ნაგდად ვერა.
ისე ბიჭებო ნამეტანი ოპტიმისტები ხომ არ ვართ? არაა რუმინეთი ისეთი ფარჩაკი გუნდი, რომ უეჭველი +15 მოვუგოთ. გმერთმა ქნას, რა ვიცი..
ნუ დამეთანხმები, შენი ნებაა... კი ნამეტანი ოპტიმისტი ვარ და +15-ით მოვუგებთ..
შენ პირს შაქარი
არ ვთვლი რომ რუმინეთი ფარჩაგია, პირიქით პატივს ვცემ, მათთა უნებურად ჩვენი მასწავლებლები არიან..
რაში უნდა გვაჯობონ მე ვერ ვხედავ. ისეთი ატმოსფერო უნდა იყოს ტრიბუნებზე ზეიმის რომ +15 ს ნატრულობდნენ რუმინელები. ბინძური თამაში იციან და მთავარია პროვოკაციებზე არ წამოგვაგონ, არასაჭირო ჯარიმები არ ავიკიდოთ და დისციპლინირებული გამართული რაგბი დაუპირისპიროთ. ძალიან მნიშვნელოვანია ანგარიშში დაწინაურებაც. ჩვენ სანერვიულო არაფერი გვაქვს მთავარია ჩვენი კოზირები სწორად გამოვიყენოთ. დაცვა,შერკინება,მოლი,აუტი რომმოიჩეჩქვებიან მერე უკანა ხაზიც ჩაირთება. მძმე თამაში იქნება მაგრამ სასიამოვნო დასასრულს ველი ამ კარგად დაწყებული საქმის. მადლობა გადაუხადოთ მორჯღალოსნებს იმ სიხარულისათვის რაც მოგვანიჭენ, ყველანი სტადიონზე.
ადრე ბედავდნენ და ახლა ვეღარ გაბედავენ ბინძურ თამაშს..მოვუგეთ აბა რას ვიზამთ, ამაში ეჭვიც არ მეპარება ...
ყველა უცხოური გამოცემა წერს, რომ საქართველომ ერთი ტურით, ვადაზე ადრე გაინაღდა ერთა თასიო და აქ ამბობენ რუმინეთსაც აქვს შანსიო…რომც წავაგოთ ერთა თასი ჩვენია. რა თქმა უნდა წაგებას არავინ აპირებს...
ნამდვილად +15 უნდა გამოგვივიდეს
მარქაფას რომ უყურებ ბევრს რომ ძირითადში ენატრებდა ისეთია. რუმინელებს +15 უნდა მივართვად და მე12 ადგილი გავიმყაროთ. ნაკრების განვითარების გეგმების დასახვა გვჭირდება ტესტები და ტურნირები ა ნაკრებისათვის იმისათვის რომ მზარდი საქართველოდან სტაბილურად მარალი დონის შევსება მივიღოთ.
გავიმარჯვებთ ! ! !
რაგბი ჩვენი თამაშია ! ! !
და სისწრაფეში გვინდა აუცილებლად მომატება. არა მარტო მოძრაობისას, არაედ გადაწყვეტილების მიგების დროსაც. მაგის გარეშე ათეულში შესვლა გამორიცხულია.
ხაზში ოდნავ გაიზარდა მოთამაშეების მაგრამ ძალიან ცოტაა კვლავ მეტი სიღრმეა საჭირო ურო მაღალ დონეზე სათამაშოდ, ჰეიგი რამდენიმე კოზირს ინახავს მეორე ტაიმისთვის გეგმავს ძალიან კარგია ტულონის ბრივის და გლაზგოს მოთამაშეები რომ სათადარიგოზე გვყავს (გვაქვს ამის ფუფუნება) რუმინეთთან ვფიქრობს აშკარა უნდა იყოს ჩვენი უპირატესობა. იდეაში ათეულისთვის მეტიი სიღრმე და მეტი მოთამაშე გვინდა ტოპ ჩემპიონატებში განსაკუთრებით ხაზიდან, ასევე უმნიშვნელოვანესია ჩვენი კლუბების გამოსვლა ევროთასებზე 15+ არის ჩემი პროგნოზი ამ შეხვედრაში და ძაან მაგარი იქნება 4 ლელოს თუ დაუდებთ
უნდა გავიმარჯვოთ
შემადგენლობით აშკარად ვჯობივართ. სად ჩვენი ბიჭების გუნდები და სად იმათი. მაგრამ სავარაუდოდ მაინც მძიმე თამაში იქბება. კი ვჯობივართ რუმინეთს, მაგრამ იმდენადაც არა, რომ ცალი ხელით მოვუგოთ.
Moushushavs:-)