დილიჟანში მიმდინარე ქალთა გრან-პრის მეორე ეტაპს 8 ტურის შემდეგ 6.0 ქულით ინდოელი ჰამპი კონერუ (2596) ლიდერობს.
ნანა ძაგნიძე 4.5 ქულით ტატიანა კოსინცევასთან (რუსეთი, 2526) ერთად III-IV ადგილებს ინაწილებს, ხოლო შეჯიბრის მეორე ქართველი მონაწილის ბელა ხოტენაშვილის აქტივში ჯერჯერობით 3.0 ქულაა და იგი ბოლოსწინა მე-11 საფეხურზეა.
მერვე ტურში ძაგნიძე თეთრი ფიგურებით ბულგარელ სტეფანოვას (2531) დაუზავდა, ხოლო ხოტენაშვილი შავებით – მონღოლ ბატჩიმეგს (2316).
სატურნირო მდგომარეობა 8 ტურის შემდეგ:
II. ანა მუზიჩუკი (
III. ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2526) – 4.5
IV. ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2550) – 4.5
V. ტუვშინტუგ ბატჩიმეგი (მონღოლეთი, 2316) – 4.0
VI. ანა უშენინა (უკრაინა, 2499) – 4.0
VII. ოლგა გირია (რუსეთი, 2436) – 4.0
VIII. ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2511) – 3.5
IX. ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი, 2492) – 3.5
X. ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2531) – 3.0
XI. ბელა ხოტენაშვილი (საქართველო, 2531) – 3.0
XII. ელინა დანიელიანი (სომხეთი, 2475) – 2.5
ხვალ, მონაწილეებს დასვენების დღე აქვთ, ხოლო, 26 ივნისს, მე-9 ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:
უშენინა – ჩმილიტე
კოსინცევა – დანიელიანი
ხოტენაშვილი – დრონავალი
მუზიჩუკი – ბატჩიმეგი
სტეფანოვა – გირია
კონერუ – ძაგნიძე