ფეხბურთი

11:06 | 19.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

კომპანის დისკვალიფიკაციას არ დაუმძიმებენ

 

“მანჩესტერ სიტის” კაპიტანი ვენსან კომპანი, რომელიც “ჰალთან” ინგლისის პრემიერლიგის უკანასკნელი ტურის მატჩში (2:0) გააძევეს, მხოლოდ ერთ მატჩს გამოტოვებს. ამის შესახებ AP-ი იუწყება.

“ჰალთან” შეხვედრის დებიუტში, უკანასკნელი იმედის ჯარიმისთვის ბელგიელმა წითელი ბარათი მიიღო, რის შემდეგაც გასახდელში მიმავალმა კედელს ფეხი ჰკრა, მეოთხე არბიტრის მისამართით კი, არასასიამოვნო ჟესტიკულაციები გამოიყენა. საფუძვლიანი ვარაუდი იყო იმისა, რომ კომპანის ერთზე მეტი მატჩის გამოტოვება მოუწევდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

ამგვარად, ბელგიელი “ფულემთან” მატჩს გამოტოვებს და 25 მარტს “იუნაიტედთან” მანჩესტერული დერბისთვის მზად იქნება.

0.113651