ბელგიის ეროვნული ნაკრების მცველი ვინსენტ კომპანი “მანჩესტერ სიტისთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს და კლუბში 2019 წლამდე ითამაშებს. აღნიშნულ ინფორმაციას goal.com ავრცელებს.
ახალი შეთანხმების თანახმად, კომპანი კვირაში 140 000 გირვანქას მიიღებს. თავად ფეხბურთელს კი კარიერის დასრულება მანჩესტერულ გრანდში აქვს გადაწყვეტილი.
შეგახსენებთ, რომ 2008 წელს, "სიტიში" კომპანი "ჰამბურგიდან" 8.5 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადავიდა. გასულ სეზონში 28 წლის ბელგიელმა მცველმა 37 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.
გიორგი ბალახაძე