ინგლისური “მანჩესტერ სიტის” ტრავმირებული მცველი ვენსან კომპანი მოედანზე გასვლას შემდეგ კვირაში შეძლებს. ამის შესახებ Goal.com-ი იუწყება.
26 წლის ბელგიელს კოჭის არეში ტკივილები ჯერ კიდევ აწუხებს, თუმცა აღდგენითი პროცესის უკანასკნელ ეტაპზეა. შეხსენებისთვის, კომპანიმ ტრავმა იანვრის ბოლოს, “სტოკთან” მატჩში (1:0) მიიღო და მას შემდეგ უქმობს.
სავარაუდოდ, კომპანი “სიტის” 16 მარტს, ლივერპულის “ევერტონთან” მატჩში დაუბრუნდება.