ფეხბურთი

12:59 | 22.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

კომპანი და გარაი “ბარსას” სიაში

კატალონიის “ბარსელონა” ცენტრალურ მცველს კვლავ აქტიურად ეძებს და ერთბაშად რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს. El Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბლაუგრანას” სიაში ვენსან კომპანი (“მანჩესტერ სიტი”) და ესეკიელ გარაიც (“ბენფიკა”) არიან.

კატალონიელები ორივე მათგანს ვეტერანი კარლეს პუიოლის შემცვლელად განიხილავენ. კომპანიცა და გარაიც 26 წლისანი არიან და თავიანთ კლუბებში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ამ ორი მცველის გარდა, “ბარსელონა” მატს ჰუმელსსა (“დორტმუნდი”) და მარკინიოსსაც (“რომა”) აქტიურად ადევნებს თვალს. ესპანელი ჟურნალისტების მტკიცებით, კატალონიელთათვის პრიორიტეტული ჰუმელსია.

ცნობისათვის, გარაის, რომელსაც მადრიდის “რეალში” უთამაშია, “მანჩესტერ იუნაიტედიც” იწვევს.

 

0.115095