საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგიდან პირველში დაქვეითებულ ფოთის “კოლხეთს” მომავალ სეზონში ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება.
ფოთელთა პრესატაშე გია ეჯიბიამ “მსოფლიო სპორტს” აცნობა, რომ ქალაქის ხელმძღვანელობამ, რომელიც კლუბს პატრონობს, სოსო ფილიას მაგივრად მთავარ მწვრთნელად ზაზა ინიაშვილი დანიშნა.
ინიაშვილი თავისი მოვალეობის შესრულებას 6 ივლისს შეუდგება, რადგან ამჟამად A კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზიის მისაღებად თბილისში შესაბამის კურსებს გადის.
აქვე გეტყვით, რომ 2011 წელს “კოლხეთი” რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ უმაღლეს ლიგაში სწორედ ინიაშვილის ხელმძღვანელობით დაბრუნდა.