ურეკში საწვრთნელ შეკრებაზე მყოფმა ფოთის ,,კოლხეთმა“ დღეს მორიგი ტესტ-მატჩი გამართა. სოსო ფილიას შეგირდთა მოტოქე ამჯერადაც პირველი ლიგის წარმომადგენელი - ხობის ,,კოლხეთი“ გახლდათ.
ზღვისპირელებმა ტაიმები სხვადასხვა შემადგენლობებით ითამაშეს, მატჩი კი უხვგოლიანი ფრით - 3:3 დასრულდა. ფოთელთაგან კვანტალიანმა, მოსიაშვილმა და ცხვიტარიამ (11-მეტრიანიდან) გაიტანეს, ხოლო ხობელთაგან გოლები ცობეხიამ და გაბრავან(2) მიითვალეს. სოსო ფილიამ ბრაზილიელი ვიტორ როსინი პირველ ტაიმში ათამაშა.
16 თებერვალს ფოთის ,,კოლხეთი“ ურეკში მარტვილის ,,მერანს“ გაეჯიბრება, 2 დღის შემდეგ კი ქობულეთურ ,,ჩელე არენაზე“ ერევნის ,,არარატს“ ეთამაშება. როგორც იცით, სომხური კლუბი საწვრთნელ შეკრებაზე ბათუმში იმყოფება.
იუზა კაციტაძე