კოლუმბიის ეროვნული ნაკრების არგენტინელმა მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ნესტორ პეკერმანმა მუნდიალისთვის საბოლოო 23-კაციანი განაცხადა გააკეთა.
გულშემატკივრებისთვის დიდი დარტყმა რადამელ ფალკაოს არწაყვანა გახლდათ. "მონაკოს" თავდამსხმელი არგენტინელმა სპეციალისტმა 30-კაციან განაცხადში კი შეიყვანა, თუმცა როგორც ჩანს ფალკაომ ჯვარედინი მყესების მძიმე ტრავმა ბოლომდე ვერ მოიშუშა და მისი მუნდიალზე ასპარეზობა გამოირიცხა.
პეკერმანის რჩეულთა სია ასე გამოიყურება:
მეკარეები: დავიდ ოსპინა ("ნიცა", საფრანგეთი), ფარიდ მონდრაგონი ("დეპორტივო კალი"), კამილო ვარგასი ("სანტა-ფე").
მცველები: კამილო სუნიგა ("ნაპოლი", იტალია), პაბლო არმერო ("ვესტ ჰემი", ინგლისი), კრისტიან საპატა ("მილანი", იტალია), მარიო იეპესი ("ატალანტა", იტალია), კარლოს ვალდესი ("სან ლორენცო", არგენტინა), სანტიაგო არიასი (პსვ, ჰოლანდია), ედერ ალვარეს ბალანტა ("რივერ პლეიტი", არგენტინა).
ნახევარმცველები: ჯეიმს როდრიგესი ("მონაკო", საფრანგეთი), აბელ აგილარი ("ტულუზა", საფრანგეთი), კარლოს სანჩესი ("ელჩე", ესპანეთი), ფრედი გუარინი ("ინტერი", იტალია), ხუან ფერნანდო კინტერო ("პორტუ", პორტუგალია), ალდო რამირესი ("მორელია", მექსიკა), ალექს მეხია ("ატლეიკო ნასიონალი"), ვიქტორ იბარბო ("კალიარი", იტალია), ხუან გილერმო კუადრადო ("ფიორენტინა", იტალია).
თავდამსხმელები: ჯექსონ მარტინესი ("პორტუ", პორტუგალია), ტეოფილო გუტიერესი ("რივერ პლეიტი", არგენტინა), კარლოს ბაკა ("სევილია", ესპანეთი), ადრიან რამოსი ("დორტმუნდი", გერმანია).
გიორგი ბალახაძე