ფეხბურთი

17:02 | 12.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

კოლაროვი “სიტიში” ბედნიერია

ინგლისური “მანჩესტერ სიტის” მარცხენაფლანგელი ალექსანდრ კოლაროვი არსებული მდგომარეობით კმაყოფილია და კლუბის შეცვლას არ გეგმავს.

“იუვენტუსში” გადასვლასთან დაკავშირებით, ხანგრძლივი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მაგრამ არასდროს მითქვამს, რომ “სიტის” დატოვება მსურდა. მანჩესტერელებთან კონტრაქტი კიდევ 2 წლით მაკავშირებს და მისი შესრულება მინდა. ვნახოთ, რა მოხდება მომავალში. სადღეისოდ, “სიტიში” ბედნიერი ვარ.

ჩვენთვის, ჩემპიონთა ლიგა უაღრესად მნიშვნელოვანია. გასულ წელს, ცუდად ვიასპარეზეთ. ახლა, კარგი ჯგუფი გვაქვს და პლეი ოფში უნდა გავიდეთ. ჩვენს მწვრთნელს საკმარისი გამოცდილება აქვს”, - განუცხადა სერბმა B92-ს. 

 

0.118294