ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, იტალიური “რომა” “მანჩესტერ სიტის” მცველის – ალექსანდრ კოლაროვის გადაბირებას ეცდება. აპენინური მედიის ცნობით, “ჯალოროსი” 28 წლის სერბით სერიოზულადაა დაინტერესებული და მისთვის ბრძოლაში კონკურენციასაც არ უფრთხის.
კოლაროვს “ქალაქელებთან” კონტრაქტი ივნისში ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ რომაელები მის ხელში ჩაგდებას უსასყიდლოდ შეძლებენ. “რომას” გარდა, სერბის გადაბირებით “იუვეტუსი” და “ნაპოლიც” არიან დაინტერესებულნი.
შეგახსენებთ, რომ “სიტიში” გადასვლამდე, კოლაროვი რომის “ლაციოს” ღირსებას იცავდა.