მადრიდის "ატლეტიკოს" ესპანელი ფეხბურთელი კოკე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მატჩში "ბარსელონას" კარში გადამწყვეტი გოლი გაიტანა აცხადებს, რომ ნახევარფინალში თამაში მისი ბავშვობის ოცნებაა.
"ნახევარფინალური მატჩები დიდი გამოცდილებას შემძენს, "ჩელსისთან" დაპირისპირება ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. დარწმუნებული ვარ ფერნანდო ტორესს გულშემატკივრები კარგად დახვდებიან, იგი ყოველთვის იყო ჩემი შთაგონების წყარო" - განაცხადა 22 წლის ნახევარმცველმა.
გიორგი ბალახაძე