მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველმა, კოკემ “ბარსელონაზე” ისაუბრა და ისიც ახსნა, თუ რატომ არ დათანხმდა კატალონიელთა შემოთავაზებას. ესპანელის ინტერვიუს Goal.com გვთავაზობს:
“ბარსასთვის” უარის თქმა არ მსურდა, მაგრამ “ატლეტიკოში” დარჩენა მინდოდა, რომელიც ჩემს სახლად და ოჯახად მიმაჩნია.
კლუბის დატოვება არ მსურს. ვგრძნობ, რომ კლუბს ვჭირდები და ჩემი გაყიდვა არ სურს. ასეთი წარმატებული სეზონის შემდეგ “ატლეტიკოდან” წასვლა არ შემეძლო.
“ბარსელონასთვის” უარის თქმა ნამდვილად გამიჭირდა. მათი ინტერესი ძალიან მახარებს – ეს ნიშნავს, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებ. გუნდზე ვთამაშობ და მოედანზე სიმეონეს დავალებებს ვასრულებ. გუნდში საუკეთესო ფეხბურთელი არ ვარ, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ “ატლეტიკოს” ვაძლიერებ.” – განაცხადა ახალგზარდა ესპანელმა ნახევარმცველმა.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში მადრიდის “ატლეტიკომ” ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო. გარდა ამისა, მადრიდელებმა ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ითამაშეს და ტრიუმფამდე მხოლოდ ორი წუთი დააკლდათ – მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე სერხიო რამოსმა ანგარიში გაათანაბრა, საბოლოოდ კი ის მატჩი “რეალმა” დამატებით ტაიმებში 4:1 მოიგო.
ლევან გოგოტიშვილი