მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველი კოკე აცხადებს, რომ ის ესპანური გუნდის დატოვებას არ აპირებს.
ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 22 წლის შუახაზელის შეძენის სურვილს “მანჩესტერ იუნაიტედი” გამოთქვამს, მაგრამ როგორც თავად ფეხბურთელი აცხადებს, ის “ატლეტიკოში” ბედნიერია.
“ატლეტიკოში” ძალიან ბედნიერი ვარ და გუნდის გამოცვლაზე საერთოდ არ ვფიქრობ. სწორედ ამიტომ გავაფორმე მადრიდელებთან ახალი კონტრაქტი.
პრესაში ჭორები ვრცელდება, მაგრამ ეს ჩემზე არ მოქმედებს. სიმშვიდეს ვინარჩუნებ. ახლა საუკეთესო დროა იმისათვის, რომ “ატლეტიკოში” თამაშით დატკბე.” – აცხადებს კოკე.