ფეხბურთი

18:22 | 12.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

კოკაიამ სიჭინავას სამი დღის ვადა მისცა

დღეს “ზესტაფონის” პრეზიდენტმა ილია კოკაიამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ისაუბრა ფედერაციის უმოქმედობაზე ამა თუ იმ საკითხის გადაჭრაში. საქმე ეხება ე.წ თორნიკე გორგიაშვილის საქმეს, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სააპელაციო კომიტეტმა თავისუფალ აგენტად ცნო და ამით “ზესტაფონისთვის” არასასურველი განაჩენი გამოიტანა.

კოკაიამ ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ფედერაცია არის კასტრირებული, სრულიად უმოქმედოა და დომენტი სიჭინავას ადგილზე აუცილებლად გადადგებოდა. მან გადადგომისათვის სიჭინავას სამი დღის ვადა მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის თავად დატოვებს “ზესტაფონს”.

0.10847