პორტუგალიის ნაკრების მარცხენა მცველმა, ფაბიუ კოენტრაუმ, შესაძლოა, ალბანეთთან გასამართ მატაჩში მონაწილეობა ვერ მიიღოს.
26 წლის ფეხბურთელმა, ხუთშაბათის ვარჯიშზე, ტვინის შერყევა მიიღო და ჯერჯერობით უცნობია, მოასწრებს თუ არა ის ალბანეთთან გასამართი მატჩისთვის გამოჯანმრთელებას.
7 სექტემბერს, პორტუგალიელები ალბანელებს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში დაუპირისპირდებიან.