ფეხბურთი

10:17 | 22.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

კოენტრაუ “რეალში” ტრავმირებული დაბრუნდა

მადრიდის “რეალის” მცველი ფაბიუ კოენტრაუ სანაკრებო პაუზის შემდეგ კლუბში ტრავმირებული დაბრუნდა. ამის შესახებ ესპანური მედიასაშუალებები იუწყებიან.

როგორც ირკვევა, შვედეთთან პლეი ოფის საპასუხო მატჩში, პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მარცხენაფლანგელმა ბარძაყი დაიზიანა. სამედიცინო შტაბის ზუსტი დიაგნოზი, უცნობია, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ კოენტრაუს 2-3 კვირა გაუცდება.

აღსანიშნავია, რომ “რეალს” მარსელოც ტრავმირებული ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს მატჩებში, მარცხენა ფრთაზე ადგილს ალვარო არბელოა დაიკავებს.

 

0.12258