კალათბურთი

23:16 | 20.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

კობის ნოემბრის ბოლოს ვიხილავთ?

“ლოს ანჟელეს ლეიკერსის” ლიდერი კობი ბრაიანტი, შესაძლოა, მოედანს ნოემბრის ბოლოსთვის დაუბრუნდეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ESPN Los angeles ავრცელებს.

“დიახ, დიახ, ასეთი ვარიანტი სრულიად შესაძლებელია”, - აღნიშნა ბრაიანტმა.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის ვეტერანმა მძიმე ტრავმა ჯერ კიდევ აპრილში მიიღო, საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიში კი სულ ახლახანს განაახლა.

კობის არყოფნაში კალიფორნიელთა საქმეები არცთუ კარგად მიდის. “ლეიკერსს” 12 მატჩში მხოლოდ 5 მოგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზე იმყოფება. 

0.121011