ფეხბურთი

14:53 | 28.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

კობიაშვილს “ფრაიბურგთან” შეხვედრა ჟრუანტელს ჰგვრის

 

ბერლინის “ჰერტას” ქართველმა მცველმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა, რომ “ფრაიბურგთან” შეხვედრის გამო, ჟრუანტელი უვლის.

1998 წელს 20 წლის კობიაშვილი თბილისის “დინამოდან” “ფრაიბურგში” გადავიდა, რომელსაც მაშინ ფოლკერ ფინკე წვრთნიდა. ქართველმა, ვიდრე გელზენკირხენის “შალკეში” გადავიდოდა, ფრაიბურგში 5 წელი გაატარა და პირველ ბუნდესლიგაში 141 მატჩი ჩაატარა, ხოლო მეორეში – 43.

“ეს გერმანიაში ჩემი პირველი გაჩერება იყო. დაუვიწყარი დრო გავატარეთ. მადლობელი ვარ კლუბის, რომ ამის საშუალება მომცა” – იუწყება კობიაშვილის სიტყვებს ინტერნეტპორტალი bz-berlin.de.

კობიაშვილი 2010 წელს ბერლინის “ჰერტაში” გადავიდა, სადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა.

“ის კარგი ადამიანია, პროფესიონალი. “კობის” შესახებ საათობით შემიძლია ვისაუბრო”- განაცხადა ქართველის შესახებ “ჰერტას” მთავარმა მწვრთნელმა იოს ლუჰუკაიმ.

სეზონის ბოლოს კობიაშვილი დიდი ალბათობით საფეხბურთო კარიერას დაასრულებს და პარასკევს, “ფრაიბურგს” უკანასკნელად დაუპირისპირდება. 

0.142137