ფეხბურთი

16:36 | 16.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

კობიაშვილმა საქველმოქმედო მატჩში გაიტანა

 

ბერლინის “ჰერტამ” ქალაქ ტემპლინში ადგილობრივი “ვიქტორია 1914” საქველმოქმედო მატჩში 10:0 დაამარცხა და ერთი გოლი თავის ანგარიშზე ლევან კობიაშვილმა ჩაიწერა.

ბუნდესლიგაში სეზონი დასრულდა, მაგრამ “ჰერტა” ჯერ შვებულებაში არ გასულა. ტემპლინში ჩატარებული მატჩი ბერლინელთა ექსკლუზიური პარტნიორის AOK Nordost-ის მიერ იყო ორგანიზებული.

კობიაშვილმა “ვიქტორია 1914”-თან ორი ტაიმი ითამაშა და 65-ე წუთზე ანგარიში 6:0-მდე გაზარდა. შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა კარიერის უკანასკნელი მატჩი 10 მაისს გერმანიის ბუნდესლიგაში “დორტმუნდთან” ჩაატარა.

0.115298