გერმანიის ბუნდესლიგის მე–8 ტურის გახსნით მატჩში, ლევან კობიაშვილის „ჰერტა“ „ჰანოვერს“ ესტუმრა და შინ ქულით დაბრუნდა. სამწუხაროდ, 36 წლის ქართველი ამ მატჩშიც სათადარიგო იყო და თავის გამოჩენის შანსი არ მისცემია.
23–ე წუთზე, ბერლინელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით კრისტიან შულცმა ისარგებლა და მეკარეს აუღებელი დაურტყა – 1:0. საქმე იქითკენ მიდიოდა, რომ „ჰერტა“ მატჩს უქულოდ დაასრულებდა, მაგრამ ასე არ მოხდა.
მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, ებერსონ ფურტადო რონიმ ყუმბარისებური საჯარიმო დარტყმით წონასწორობა აღადგინა და თავის გუნდს ქულა გადაურჩინა – 1:1.
ჰანოვერი. „HDI არენა”. 47000
ჰანოვერი – ჰერტა 1:1 (1:0)
ჰანოვერი: ცილერი, შულცი, მარსელო, პოკონიოლი, საკაი, ანდრეასენი (კადახი 90), ჰუსტი, შტინდლი, შლაუდრაფი (ბიტენკორტი 57), ია კონანი (პრიბი 46), სობეხი.
მწვრთნელი: მირკო სლომკა
ჰერტა: კრაფტი, ლანგკამპი, პეკარიკი (იანკერი 83), ვან დენ ბერგი, ჰოსოგაი, ბენ–ჰატირა, შელბრედი, ლუსტენბერგერი, შულცი, ალაგი, რამოსი (რონი 80).
მწვრთნელი: იოს ლუჰუკაი
გოლი: 1:0 შულცი (23), 1:1 რონი (81)
გაფრთხილება: შლაუდრაფი (6), შტინდლი (53), მარსელო (82) – ალაგი (36), შულცი (51), ლანგკამპი (61)
კარში დარტყმა: 14 (7) – 10 (6) ჯარიმა: 20 - 23 კუთხური: 8 - 9 თამაშგარე: 0 - 2 ბურთის ფლობა: 52% - 48% სეივი: 5 – 6
1. | დორტმუნდი | 7 | 6 | 1 | 0 | 21:5 | 19 | |
2. | ბაიერნი | 7 | 6 | 1 | 0 | 14:2 | 19 | |
3. | ლევერკუზენი | 7 | 6 | 0 | 1 | 17:7 | 18 | |
4. | ჰანოვერი | 8 | 4 | 1 | 3 | 11:11 | 13 | |
5. | ჰერტა | 8 | 3 | 3 | 2 | 14:9 | 12 | |
6. | შტუტგარტი | 7 | 3 | 1 | 3 | 15:9 | 10 | |
7. | გლადბახი | 7 | 3 | 1 | 3 | 17:13 | 10 | |
8. | ვერდერი | 7 | 3 | 1 | 3 | 8:11 | 10 | |
9. | აუგსბურგი | 7 | 3 | 1 | 3 | 8:11 | 10 | |
10. | ჰოფენჰაიმი | 7 | 2 | 3 | 2 | 18:18 | 9 | |
11. | ვოლფსბურგი | 7 | 3 | 0 | 4 | 9:9 | 9 | |
12. | მაინცი | 7 | 3 | 0 | 4 | 10:15 | 9 | |
13. | აინტრახტი | 7 | 2 | 2 | 3 | 10:12 | 8 | |
14. | შალკე | 7 | 2 | 2 | 3 | 10:16 | 8 | |
15. | ნიურნბერგი | 7 | 0 | 5 | 2 | 9:12 | 5 | |
16. | ჰამბურგი | 7 | 1 | 2 | 4 | 12:19 | 5 | |
17. | ფრაიბურგი | 7 | 0 | 3 | 4 | 8:17 | 3 | |
18. | ბრაუნშვაიგი | 7 | 0 | 1 | 6 | 3:18 | 1 |
5 სექტემბერი: შალკე – აუგსბურგი, გლადბახი – დორტმუნდი, შტუტგარტი – ვერდერი, ვოფლსბურგი – აინტრახტი, მაინცი – ჰოფენჰაიმი, ლევერკუზენი – ბაიერნი.
6 სექტემბერი: ნიურნბერგი – ჰამბურგი, ფრაიბურგი – აინტრახტი.
ბომბარდირები: იბიშევიჩი („შტუტგარტი“), ლევანდოვსკი („დორტმუნდი“), მოდესტე („ჰოფენჰაიმი“), ნ.მიულერი („მაინცი“) – 6.