ფეხბურთი

21:08 | 22.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

კობიაშვილის 32-ე გოლი ბუნდესლიგაში

ლევან კობიაშვილის “ჰერტამ” ბუნდესლიგაში გასვლაზე 2:1 სძლია “შტუტგარტს” და მეშვიდე ადგილზეა. 36 წლის ქართველმა კვლავ შეუცვლელად ითამაშა, კაპიტანი გახლდათ და მე-5 წუთზე სწორედ მან გახსნა ანგარიში. კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ, ადრიან რამოსს მიუვიდა ბურთი, საბოლოოდ კი ლევანს, რომელმაც კუთხეში დაარტყა და მეკარეს შანსი არ ჰქონია.

კობიაშვილი კვლავაც ცენტრალური მცველი გახლდათ, თუმცა 84-ე წუთზე ბრუკსი შევიდა მინდორზე და ლევანმა ნახევარდაცვაში გადაინაცვლა.

ეს კობიაშვილის 344-ე მატჩი იყო ბუნდესლიგაში, გოლი კი – 32-ე. ამ სეზონში “კობიმ” პირველად გაიტანა. ისე, რამდენი ხანია, ქართველ ფეხბურთელს “დიდი ოთხეულის” ჩემპიონატში გოლი არ გაუტანია...

0.119834