ფეხბურთი

1:25 | 17.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

კობიაშვილი „ვოლფსბურგთან“ დამარცხდა

კვირას, გერმანიის ბუნდესლიგის 21-ე ტური ორი მატჩით დაიხურა. „აუგსბურგი“ მინიმალური ანგარიშით დამარცხდა „ნიურნბერგთან“, ლევან კობიაშვილის „ჰერტამ“ კი, 3 ქულა „ვოლფსბურგს“ დაუთმო.

დღის პირველი შეხვედრა აუგსბურგში შედგა, სადაც ადგილობრივი კლუბი „ნიურნბერგს“ დაუხვდა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, სტუმრებმა იოსიპ დრმიჩის გოლით იხეირეს და გაიმარჯვეს.

„ვოლფსბურგის“ წინააღმდეგ, ვეტერანმა ქართველმა ლევან კობიაშვილმა მოედანზე 90 წუთი გაატარა, მაგრამ მისმა „ჰერტამ“ ქულის მოპოვებაც კი ვერ მოახერხა. პერ-სილიან შელბრედის გოლით, ბერლინელებმა შეხვედრის პირველი ნახევარი მოიგეს, მაგრამ მეორე ტაიმში 2 ბურთი გაუშვეს და 1:2 დამარცხდნენ.

 

ბერლინი. „ოლიმპიაშტადიონი“. 40648

ჰერტა - ვოლფსბურგი 1:2 (1:0)

ჰერტა: კრაფტი, კობიაშვილი, ლანგკამპი, პეკარიკი, ვან დენ ბერგი, ნჟენგი, ჰოსოგაი, შელბრედი (რონი 81), ჯიგერჯი (მუკხტარი 87), ალაგი (ბენ-ჰატირა 75), რამოსი.

მწვრთნელი: იოს ლუჰუკაი

ვოლფსბურგი: ბენალიო, ოქსი, კლოზე, როდრიგესი, კნოხე, გუსტავო, პერიშიჩი (კალიჯური 70), მედოევიჩი, დე ბრეინე (შეფერი 88), არნოლდი, დოსტი.

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

გოლი: 1:0 შელბრედი (21), 1:1 კნოხე (57), 1:2 კალიჯური (78)

გაფრთხილება: გუსტავო (25), კლოზე (82)

კარში დარტყმა: 13 (10) – 8 (5) ჯარიმა: 11 - 18 კუთხური: 4 - 6 თამაშგარე: 3 - 1 ბურთის ფლობა: 43% - 57% სეივი: 3 – 9

 

აუგსბურგი. „სგლ არენა“. 30660 

აუგსბურგი - ნიურნბერგი 0:1 (0:1)

აუგსბურგი: მანინგერი, კალსენ-ბრაკერი, ვერჰაგი, კლავანი, ოსტრცოლეკი, ვერნერი (ტომი 82), ბაიერი, ჰანი, ფოგტი (მორავეკი 67), ალტინტოპი, მილიკი (დონ-ვონი 60).

მწვრთნელი: მარკუს ვაინარცლი

ნიურნბერგი: შეფერი, პინოლა, ნილსონი, პლატენჰარდტი, ანგა-ლეტშერი, ფოილნერი, გლოუშეკი, კიოტაკე (კამპანია 46), მაკი (გებჰარტი 55, პეკჰარტი 82), პეტრაკი, დრმიჩი.

მწვრთნელი: გერტიან ვერბეკი

გოლი: 0:1 დრმიჩი (65)

გაფრთხილება: მილიკი (27), ოსტრცოლეკი (67) - კიოტაკე (26), დრმიჩი (42), კამპანია (90)

კარში დარტყმა: 18 (7) – 11 (8) ჯარიმა: 18 - 20 კუთხური: 6 - 2 თამაშგარე: 4 - 1 ბურთის ფლობა: 45% - 55% სეივი: 7 – 7

0.1444