“ლევან კობიაშვილი ახალი ამოცანების წინაშე” – ასეთი სათაური გაჩნდა ბერლინის “ჰერტას” ოფიციალურ საიტზე. გერმანელები საკმაოდ დადებითად ახასიათებენ ქართველს. ექს-ფეხბურთელმა საინტერესო თემებზე ისაუბრა.
“ის დაბრუნდა! “ჰერტას” ოფისის თანამშრომლები გაოცებულნი იყვნენ. მათ კვლავ ნახეს ლევანი, ქართველს ხელი ჩამოართვეს, შემდეგ კობი საპრესკონფერენციო დარბაზში დაჯდა:
“კარიერის დასრულების შემდეგ უცნაურ სიტუაციაში აღმოვჩნდი, მოედნის მიღმა, ბურთის გარეშე, საფეხბურთო კარიერა წარსულს ჩაბარდა. საფეხბურთო ნოსტალგიას გადალახვა სჭირდება” – გვიყვება ლევანი.
“ოჯახზე ზრუნვა, ოჯახის წევრებთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნო პროცესია. ფეხბურთიდან ემოციური გამოსამშვიდობებელი მატჩის შემდეგ მიხარია, რომ ჩემს მეუღლესა და შვილებთან ხშირი ურთიერთობა მაქვს. ფეხბურთელის კარიერა ურთულესია, ზოგჯერ კვირაში სამჯერ მოედანზე ვიყავი, ამ დრო კი ოჯახის წევრები მენატრებოდა”.
“მაინტერესებს კლუბის მართვის ტექნოლოგიები. ეს საინტერესო პროცესია. ასევე ვიტყოდი აკადემიაზე. დავიწყე მუშაობა კლუბის აკადემიაში და ამ სტუქტურის ბევრ მნიშვნელოვან დეტალს გავეცანი, რაც მოედნიდან არ ჩანდა, მოედნის მიღმა მყოფი სიახლეებს ყოველდღიურად ვეცნობი და მენეჯერულ ცოდნას ვიმდიდრებ.”
“ვფიქრობ, მალე სამწვრთნელი ბ ლიცენზიას ავიღებ, თუმცა ერთი პრობლემა გაჩნდა ჩემი საქმიანობის მიმართ - ჩემს პატარა გოგონას არ მოსწონს, როცა ხშირად ვერ მხედავს.”
დიმა შარიქაძე