დღეს ბუნდესლიგაში ბერლინის “ჰერტა” გასვლაზე “გლადბახს” ეთამაშება, თუმცა ლევან კობიაშვილი მოედანზე არ იქნება. ის ბერლინში დარჩა და გუნდთან ერთად არაა. საქმე ისაა, რომ წინა დღეებში გაციებული იყო და ვერ ვარჯიშობდა. ამჯერადაც სუსტად გრძნობს თავს და უპრიანი იქნებოდა, “გლადბახთან” არ ეთამაშა.
შეგახსენებთ, ლევანს ბუნდესლიგაში 347 მატჩი აქვს ჩატარებული და 32 გოლიც გაუტანია. ამ სეზონში კი, 11 შეხვედრაში ერთი ბურთი მიითვალა. “კობი” მაისში დაასრულებს კარიერას და ბოლო მატჩი “დორტმუნდთან” უწევს. იმ “დორტმუნდთან”, რომელთანაც პირველ წრეში მშვენივრად ითამაშა და პოლონელი რობერტ ლევანდოვსკი გაანეიტრალა.