ფეხბურთი

18:53 | 19.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

კობიაშვილი "ფრაიბურგის" ახალგაზრდების ზეიმს დაესწრო

გერმანიის 19-წლამდელთა ბუნდესლიგა "ფრაიბურგმა" მოიგო, რომელმაც ფინალში პენალტების სერიაში 8:7 სძლია "შალკეს" (ძირითადი დრო 0:0). ლევან კობიაშვილიც ესწრებოდა ამ ფინალს და ორივე გუნდის ფეხბურთელებმა მასთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

როგორც იცით, "კობი" "ფრაიბურგშიც" თამაშობდა და "შალკეშიც". ორივე ამ კლუბში კარგი სახელი დატოვა. ლევანმა აღნიშნა, რომ ორივე გუნდი ძალიან მოეწონა, წარმატება უსურვა მათ და აღნიშნა, რომ ასაკის კვალობაზე მართლაც ხარისხიანი ფეხბურთი ითამაშეს. ისე, "ფრაიბურგს" ადრეც მოუგია 19-წლამდელთა ბუნდესლიგა და მაშინ ქართველი დავით თარგამაძე თამაშობდა გუნდში. 

0.117856